ფეხბურთი

11:25 | 5.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

სარი: „მინდა, აზარი „ჩელსიში“ დარჩეს, ოღონდ, თავადაც თუ სურს“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, ჟურნალისტებს ედენ აზართან დაკავშირებულ სიტუაციაზე უამბო.

„ცხადია, მინდა ედენი არსად წავიდეს. მაგრამ მთავარია, მას თავადაც თუ სურს. „ჩელსი“ მზადაა თუნდაც დღესვე შესთავაზოს ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი, მაგრამ ყველაფერი მისი გადასაწყვეტია.

ვიცი, რომ კლუბი ყოველ კვირა ესაუბრება აზარის აგენტს. თუკი რაიმე ახალი იქნა, მაშინვე მაცნობებენ.“ - უთხრა სარიმ BBC-ს.

Daily Mail კი წერს, რომ „არისტოკრატების“ ხელმძღვანელები მზად არიან ბელგიელს კვირაში 300 ათასგირვანქიანი ჯამაგირი შესთავაზონ, რაც კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალი იქნება.

შეგახსენებთ, რომ აზარს „ჩელსისთან“ კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112392