ფეხბურთი

9:50 | 5.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო კოშტა ჩინეთში მიდის?

მადრიდის „ატლეტიკოს“ შემტევმა, დიეგო კოშტამ, შესაძლოა, კლუბი ზამთრის სატარნსფერო ფანჯრისას დატოვოს, გვამცნობს Diario AS. ჩინურ „ტიანცზინს“ მისთვის ერთობ მაცდური წინადადება გაუმზადებია.

გამოცემის ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტს უკვე შეუტყობინებია „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობისთვის, კოშტას შესაძლო წასვლის შესახებ. ბრაზილიელ-ესპანელი უკმაყოფილო ყოფილა, რომ თანაგუნდელ ანტუან გრიზმანზე ნაკლებ ხელფასს უხდიან.

წლევანდელ სეზონში, „ატლეტიკოს“ მაისურით, კოშტამ ყველა ტურნირში 15 მატჩი გამართა, 4 ბურთი გაიტანა და ორი საგოლე პასითაც გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118631