ფეხბურთი

1:58 | 5.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

„სიტის“ ზედიზედ მეშვიდე

„სიტიმ“ ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო პრემიერლიგაში და პირველ საფეხურზე კვლავაც მყარად დგას. ამჯერად, „ქალაქელთა“ მსხვერპლი მასპინძელი „უოტფორდი“ გამოდგა და ანგარიშმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. რომ არა, მასპინძელთა მეკარე, ბენ ფოსტერი, ტაბლოზე გამანადგურებელი ციფრები აინთებოდა „სიტის“ სასარგებლოდ.

დე ბრუინის არყოფნაში, ინიციატივა საკუთარ თავზე სანემ და მაჰრეზმა აიღეს, თითო გოლიც გაიტანეს და უამრავი სახიფათო მომენტიც შექმნეს.

“ბრაიტონმა“ „კრისტალ პალასს“ 3:1 მოუგო, მაგრამ ანგარიშზე საინტერესო მატჩამდე მომხდარი ამბებია. ბრაიტონის სადგურზე მოწინააღმდეგეთა ქომაგები შეიბნენ, ჩხუბი ისეთი ფიცხელი ყოფილა, რომ პოლიციასაც ძლივს მოუგვარებია საქმე.

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-15 ტური. 4 დეკემბერი

უოტფორდი - სიტი 1:2

უოტფორდი. „ვიქარიჯ როუდი.“ 20 389

0:1 სანე (40), 0:2 მაჰრეზი (51), 1:2 დუკურე (85)

უოტფორდი: ფოსტერი, ოლებასი, კატკარტი, კაბსელე, ფემინია, პერეირა, ჩალობა (დეულოფეუ 63), დუკურე, ჰიუზი (კინა 52), დინი, საკსესი (გრეი 75)

მწვრთნელი: ხავი გარსია

სიტი: ედერსონი, კომპანი (ოტამენდი 83), უოკერი, სტოუნზი, დავიდ სილვა (გიუნდოგანი 73), ფერნანდინიო, დელფი, მაჰრეზი, ბერნარდო სილვა, სანე, გაბრიელ ჟეზუსი (ლაპორტი 88)

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

მსაჯი: პოლ ტირნი

გაფრთხილება: ედერსონი (90)

ბორნმუთი - ჰადერსფილდი 2:1

1:0 უილსონი (5), 2:0 ფრეიზერი (22), 2:1 კონგოლო (38)

ბრაიტონი - კრისტალ პალასი 3:1

1:0 მიურეი (24), 2:0 ბალოგუნი (31), 3:0 ანდონე (45+4), 3:1 მილივოიევიჩი (81, პენ)

გაძევება: დაფი (28, ბრაიტონი)

ვესტ ჰემი - კარდიფი 3:1

1:0, 2:0 პერესი (49, 54), 3:0 ანტონიო (61), 3:1 მერფი (90+5)

35-ე წუთზე რალსმა (კარდიფი) პენალტი ვერ გაიტანა

0.11881