ბელგიის თასის 1/8 ფინალში "გენტმა" "ბეერსხოტს" უმასპინძლა და ადვილად, 3:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ჩაკვეტაძემ და გამარჯვებაში დიდი წვლილიც შეიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა 43-ე წუთზე სიგურდ როსტედს საგოლე პასი გაუკეთა, ხოლო თამაშის დასრულებამდე 1 წუთით ადრე თავადაც გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
"გენტი" კი, ბელგიის თასისთვის ბრძოლას აგრძელებს და 1/4 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.