ფეხბურთი

21:47 | 4.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო ტურის წინ: ვის დარჩება ევროსაგზური?

საქართველოს ეროვნული ლიგის 35-ე ტური დასრულდა და ბოლო ტურის წინ ერთადერთი ინტრიგა დარჩა: ვინ დაიკავებს მეოთხე ადგილს და შესაბამისად, ითამაშებს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე...

გორის „დილამ“ თბილისის „ლოკომოტივის“ უმასპინძლა და უპრობლემოდ 4:0 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის მიკოლა კოვტალიუკი გამოირჩა დუბლით, ხოლო თითოჯერ თავი ნონიკაშვილმა და რაჟამაშვილმა გამოიჩინეს. გორელებმა 60 ქულა დააგროვეს და ევროპა ლიგაზე მოხვედრის შანსი დაიტოვეს.

საჩხერის „ჩიხურა“ კი „საბურთალოს“ ესტუმრა და გამარჯვება მოახერხა. შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, არადა, საჩხერელებს 22-ე წუთზე შეეძლოთ დაწინაურება. ლუკა ლაკვეხელიანი მსაჯმა უკანასკნელი იმედის ჯარიმის გამო გააძევა და პენალტი დანიშნა. თუმცა, გიორგი გაბედავამ შანსი ვერ გამოიყენა და ლაზარე კუპატაძეს ვერ აჯობა. საბოლოოდ უგოლო ფრე. მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა და "საბურთალოს" კუთვნილი ტიტული საზეიმო ვითარებაში გადაეცა.

სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, 8 გუნდის ბედი ვიცით და სატურნირო ცხრილში ამ კუთხით არანაირი გადაადგილება არ იქნება.

„საბურთალო“ ჩემპიონია, „დინამო“ და „ტორპედო“ ევროპა ლიგაზე ითამაშებენ, „კოლხეთი“ ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითდა, „სიონი“ და „სამტრედია“ ადგილის შენარჩუნებისთვის პლეი-აუტში ითამაშებენ, „რუსთავმა“ და „ლოკომოტივმა“ კი უბრალოდ ადგილი შეინარჩუნეს ეროვნულ ლიგაში.

ერთადერთი საკითხი გახლავთ ღია: მეოთხე ადგილის მფლობელი არ ვიცით, ეს კი ევროპა ლიგის საგზურს იძლევა. „ჩიხურა“ „დილას“ 1 ქულით უსწრებს. ბოლო ტურში „დილა“ „დინამოს“ ესტუმრება, ხოლო „ჩიხურა“ „სიონს“ უმასპინძლებს.

„საბურთალო“ – „ჩიხურა“ 0:0 (0:0)

„დილა“ – „ლოკომოტივი“ 4:0 (1:0)

გოლები: 1:0 კოვტალიუკი (43), 2:0 ნონიკაშვილი (75), 3:0 კოვტალიუკი (89), 4:0 რაჟამაშვილი (90)

0.180163