ლიბერტადორესის თასის ფინალს, რომელიც მადრიდში გაიმართება, კრიშტიანუ რონალდუს და ლიონელ მესი დაესწრებიან. As-ის ინფორმაციი, „რივერისა“ და „ბოკას“ დაპირისპირებას „სანტიაგო ბერნაბეუს“ ტრიბუნიდან „ბარსელონასა“ და „იუვენტუსის“ ვარსკვლავები უპრობლემოდ დაესწრებიან.
რონალდუს „იუვენტუსი“ 7 დეკემბერს, ხოლო მესის „ბარსელონა“ 8 დეკემბერს ჩაატარებენ კალენდარულ მატჩებს. შესაბამისად, ლიბერტადორესის თასის ფინალზე დასწრებას ორივე მოახერხებს.
შეგახსენებთ, რომ კონმებოლის გადაწყვეტილებით „რივერ პლეიტისა“ და „ბოკა ხუნიორსის“ საპასუხო შეხვედრას 9 დეკემბერს, „სანტიაგო ბერნაბეუ“ უმასპინძლებს.