23 წლის "დენვერის" სერბმა ცენტრმა ნიკოლა იოკიჩმა "ტორონტოსთან" (106:103) მოგებულ შეხვედრაში სამმაგი დუბლი შეასრულა (23 ქულა, 15 მოხსნა და 11 პასი).
იოკიჩმა კარიერაში მე-18 სამმაგი დუბლი შეასრულა, რითაც ლეგენდარულ კალათბურთელს ქარიმ აბდულ-ჯაბარს გადაასწრო. სამმაგ დუბლებში ცენტრებს შორის ნიკოლა იოკიჩი ნბა-ს ისტორიაში მეორე ადგილზეა. ცენტრებს შორის სერბი მხოლოდ უილტ ჩემბერლენს ჩამორჩება, რომელსაც 78 სამმაგი დუბლ იაქვს გაკეთებული.
ზოგადად კი ყველაზე მეტი 181 სამმაგი დუბლი ოსკარ რობერტსონს აქვს შესრულებული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბიჯოოო
სულ 16 გეიმი გათამაშდა და გამოდის რომ საკუთარი მოწოდება მხოლოდ ერთხელ მოიგო ? 
