ინგლისური „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი დააჯარიმეს. როგორც The Times-ი იტყობინება, გერმანელ სპეციალისტს 8 ათასი გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევს და ამის მიზეზი „ევერტონის“ კარში გატანილი გოლის ემოციური აღნიშვნაა.
„ლივერპულმა“ თანაქალაქელს მსაჯის კომპენსირებულ დროში გაუტანა და მატჩი 1:0 მოიგო. კლოპი კი, მოედანზე შეიჭრა და გოლი ბრაზილიელ შეგირდ ალისონ ბეკერთან ერთად აღნიშნა.
შედეგად, იურგენს დივოკ ორიჯის გოლი საკმაოდ ძვირი დაუჯდა.