კალათბურთი

22:15 | 4.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-მ კვირის და თვის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ნოემბრის თვის საუკეთესო კალათბურთელებად დასავლეთ კონფერენციაში „კლიპერსის“ კალათბურთელი ტობიას ჰარისი, ხოლო აღმოსავლეთში „მილოუკის“ ლიდერი იანის ადეტოკუმპო აღიარეს, აღნიშნულ ინფორმაციას ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ნოემბრის თვეში ადეტოკუმპო საშუალოდ ერთ შეხვედრაში 27.3 ქულას, 12.9 მოხსნა და 6 პასს აგროვებდა. ჰარისი საშუალოდ ერთ მატჩში 21.7 ქულას, 8.7 მოხსნას და 2.3 პასს აკეთებდა.

კვირის საუკეთესო მოთამაშეებად „ტორონტოს“ ლიდერი კავაი ლეონარდი და „დენვერის“ ფოვარდი პოლ მილსაპი დაასახელეს.

გასულ კვირას „ტორონტომ“ სამივე შეხვედრა მოიგო, კავაის კი ერთ შეხვედრაში საშუალოდ 29.3 ქულა, 9 მოხსნა და 3.3 პასი გამოსდიოდა. მილსაპი კი 21 ქულას, 10.5 მოხსნას აგროვებდა.

0.123492