სხვა

19:00 | 4.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართული წყვილის ისტორიული ფინალი (+VIDEO)

6-9 დეკემბერს კანადის ქალაქი ვანკუვერი გრან-პრის სერიის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს ფიგურულ ციგურაობაში. შეჯიბრი იმ სარბიელზე შედგება, რომელმაც 2010 წლის ოლიმპიადაზე ჰოკეის ტურნირის ფინალი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლიდან მოყოლებული სენიორთა და იუნიორთა გრან პრის ფინალები ერთობლივად ტარდება და მასში მსოფლიოს ყველაზე მაღალრეიტინგული მოციგურავეები მონაწილეობენ, ამიტომაც გრან-პრის ფინალს მინი მსოფლიო ჩემპიონატსაც უწოდებენ.
წელს ფინალში ერთეულთა და წყვილთა კატეგორიებში 6-6 სპორტსმენს ვიხილავთ, სულ კი 10 ქვეყნის 48 მოციგურავე გვყავს.
განსაკუთრებულია წლევანდელი ფინალი ქართული ფიგურული ციგურაობისთვის, რადგანაც პირველად გრან -პრის ფინალში იუნიორებს შორის გამოვა ქართველი სპორტული მოცეკვავე წყვილი მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას შემადგენლობით.
ქართულმა წყვილმა საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში გასულ ეტაპებზე ორი ვერცხლის მედალი მიოიპოვა და ფინალის საგზურიც დამსახურებულად მიიღო. ქართველ მოციგურავეებთან ერთად ფინალში იასპარეზებენ სპორტსმენები რუსეთიდან, აშშ-დან და კანადიდან.
კაზაკოვა და რევია მწვრთნელთან, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტ მარიამ გიოერგობიანთანა და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯთან – სალომე ჩიგოგიძესთან ერთად ვანკუვერში დღეს გაემგზავრებიან.
ქართველი მოციგურავეები ძალებს ტრადიციულად სპორტულ ცეკვებში სცდიან, ჩვენებურთა განრიგი კი ასე გამოიყურება (დრო თბილისისაა):
7 დეკემბერი – 02:00 რითმული ცეკვა
8 დეკემბერი – 03:45 თავისუფალი ცეკვა

0.126118