ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი „იუვენტუსთან“ სათამაშოდ მზად არაა. ლეგენდარული მეკარის განცხადებით, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ყოფილ გუნდთან დაპირისპირება არ სურს.
ბუფონი აღნიშნავს, რომ თუ ასე მოხდა, დარწმუნებული არაა, რომ იმ გუნდის წინააღმდეგ, სადაც 17 წელი გაატარა, ბურთების მოგერიებას მოახერხებს.
„ყველა სხვა გუნდთან თამაში ჩემთვის მისაღები იქნება, ოღონდ „იუვესთან“ არა. „იუვე“ ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, სადაც თითქმის 20 წელი გავატარე და მნიშვნელოვანი ურთიერთობები დავტოვე. თუმცა, ზოგჯერ დგება მომენტი, როდესაც უნდა წახვიდე.
„იუვესთან“ შეხვედრა სასიამოვნო იქნება, ჩემპიონთა ლიგის ფინალის გარდა. მინდა ეს არ მოხდეს, ვინაიდან ჩემი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება, რადგან არ ვიცი შევძლებ თუ არა საუკეთესო სეივების გაკეთებას.
ანიელისთან ბევრჯერ ვისაუბრე და ვფიქრობდი, რომ ასეთი ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ დასრულების დრო მოვიდა. კარიერა უნდა დამესრულებინა, რასაც ვფიქრობდი, მაგრამ მივიღე საინტერესო წინადადება. სინამდვილეში „იუვესთან“ დამშვიდობება მშვიდად მოხდა“, - თქვა ბუფონმა.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონი „იუვენტუსში“ 2001-2018 წლებში თამაშობდა, ხოლო გასულ ზაფხულს პსჟ-ში გადავიდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იუვეს როცა ჭირდებოდა არც უფიქრია წასვლა ბუფონს.
სხვას რომ თავი დანავებოთ სერია ბ ში გადაყვა. ეხლა ვერ ვიტყვით 40 წლის ბუფონის წასვლით იუვე დასუსტდაო
ჯიჯი, შენც კაი ყურუმსაღი ხარ! მაინცდამაინც მაშინ მოგინდა წასვლა, როცა გუნდში რონი მოვიდა და ლიგის მოგება ყველაზე რეალური გახდა იუვესთვის. ახლა კიდევ, ვირეშმაკობ, აქაოდა "იუვე ჩემი ცხოვრებაა", "სეივებს ვერ შევძლებ" და ა.შ.
სინამდვილეში გეშინია რომ ფინალში გადაეყარო მაგათ, რადგან ერთია, რომ კრიშტიანო შეგისრულებს და მეორეც, კიდევ ერთი ლიგის ფინალის წაგება (თან ვისთან, თუ არა შენს ყოფილ გუნდთან) შენთვის "ჯოჯოხეთური" ფსიქოლოგიური დარტყმა იქნება!
ხოდა დარჩები ჯიჯი ისევ ლიგის გარეშე შენც რაღა ეხლა მოგინდა იუვედან წასვლა როცა რონი გადმოვიდა მაინცდამიანც მაშინ