ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში ერთა ლიგის A დივიზიონის ნახევარფინალის წილისყრა გაიმართა. ოთხი გამარჯვებული მომავალი წლის ივნისის დასაწყისში პორტუგალიაში მოიყრის თავს და ერთა ლიგიას გამარჯვებულს გამოავლენს.
კენჭისყრის შედეგად პორტუგალია შვეიცარიას, ჰოლანდია კი ინგლისს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩები 5 და 6 ივნისს გაიმართება.
რაც შეეხება ფინალსა და მესამე ადგილისთვის მატჩებს 9 ივნისს შედგება.