კალათბურთი

14:40 | 4.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას უქულო მატჩი “ოკლაჰომა სიტისთან”

ზაზა ფაჩულიას “დეტროიტ პისტონსმა” ნბა-ში მორიგი მატჩი “ოკლაჰომა სიტი სანდერთან” გამართა და გამარჯვები შანსი არ ჰქონია – 83:110.

ქართველი ცენტრი თამაშში ტრადიციულად მარქაფიდან ჩაერთო და 14 წუთში 6 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
ზაზამ 2 ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.
დეტროიტელთა რიგებში საუკეთესო ბლეიკ გრიფინი იყო 20 ქულით, ოკლაჰომელებს კი სტივენ ადამსმა (21), რასელ ვესტბრუკმა (18) და პოლ ჯორჯმა (17 ქულა, 10 მოხსნა) ულიდერეს.
“პისტონსი” 13 მოგებითა და 8 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 6 დეკემბერს ფაჩულიას ყოფილ გუნდ “მილუოკისთან” გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11387