ჭადრაკი

14:21 | 4.12.2018 | ნანახია 198 - ჯერ

პეტრიაშვილმა საერთაშორისო ოსტატის მესამე ნორმა შეასრულა

ნიკოლოზ პეტრიაშვილმა (2389) თურქეთის ქალაქ ქონიაში დასრულებულ ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე პირველ დაფაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ნიკამ ასევე საერთაშორისო ოსტატის მესამე ნორმა შეასრულა და ფიდე-ს უახლოესს კონგრესზე წოდებაც მიენიჭება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები სრულად თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული. საბოლოო შედეგებით, გუნდმა რუსეთის, საფრანგეთის, საბერძნეთისა და სხვა ძლიერ გუნდებთან ერთად XIII-XXI ადგილები გაიყო.
პეტრიაშვილის გარდა, საქართველოს ნაკრების ღირსებას ნიკოლოზ კაჭარავა (2356), ლუკა ობოლაძე (2318), შოთა ხოდაშნელი (2018) და ეკატერინე ფიფია (1995) იცავდნენ, კაპიტანი კი საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო დიდოსტატი ლაშა ჯანჯღავა იყო.

Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.046633