„ჩელსის“ მცველმა, სესარ ასპილიკუეტამ, ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა.
„ძლიან მიხარია კონტრაქტის გაგრძელება. კლუბში მოსვლიდანვე თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები და მომავალშიც ასე იქნება. წინ კიდევ ბევრი გამარჯვებები გველის.“ - უთხრა ასპილიკუეტამ „ჩელსის“ ოფიციალურ გვერდს.
ასპილიკუეტა „არისტოკრატების“ რიგებში 2012 წლიდან თამაშობს. წლევანდელ სეზონში მან 14 მატჩში ორი საგოლე პასით გამოიჩინა თავი.