ჭიდაობა

13:23 | 4.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

რობერტ კობლიაშვილი მსოფლიო რეიტინგის ლიდერია

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების მიმდინარე რეიტინგის სათავეში ქართველი მოექცა. ევროპის მოქმედი ჩემპიონი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, საქართველოს ნაკრების წევრი რობერტ კობლიაშვილი 33 ქულით პირველ ადგილს იკავებს.

ქართველმა ფალავანმა ევროპირველობაზე 87 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში რუსეთის წარმომადგენელი ბეკხან ოზდოევი დაამარცხა და პირველად გახდა რეიტინგის ლიდერი.

კობლიაშვილის გარდა რეიტინგში კიდევ 15 ქართველი ფალავანი შევიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122514