ფეხბურთი

0:52 | 4.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: რობენი "ბაიერნს" ზაფხულში დატოვებს

მიუნხენის „ბაიერნს“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული გუნდის ვბეგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა:

„თითქმის 10 წლის შემდეგ, არიენ რობენი ადასტურებს, რომ ეს მისი ბოლო სეზონია „ბაიერნში“. ჩვენ ვაფასებთ დარჩენილ თვეებს, რომელსაც შენთან გავატარებთ, მისტერ „უემბლი“, - ნათქვამია განცხადებაში.

არიენ რობენი „ბაიერნში“ 2009 წლიდან თამაშობს და ამ პერიოდშ 19 ტიტული მოიგო, 305 თამაში ჩაატარა, 143 გოლი გაიტანა და 101 საგოლე გადაცემა გააკეთა.

2013 წელს კი, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელიც „უემბლიზე“ გაიმართა, „დორტმუნდს“ გამარჯვების გოლი გაუტანა.

აღსანიშნავია, რომ რობენის გარდა,ზაფხულში გუნდს ფრანკ რიბერიც დატოვებს. კლუბს ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია, მაგრამ ული ჰიონესმა ამის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120151