ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ვიდეორეფერის ტექნოლოგიას (VAR) ოფიციალურად გამოიყენებენ. როგორც უეფას ვებგვერდი იტყობინება, ეს მერვედფინალური ეტაპიდან მოხდება.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმაც გააკეთა:
„მზად ვართ გამოვიყენოთ VAR-ი იმაზე ადრე, ვიდრე დაგეგმილი იყო. მიგვაჩნია, რომ ეს შეჯიბრზე კარგად აისახება და მსაჯებს დაეხმარება არასწორი გადაწყვეტილებების შემცირებაში“, - თქვა ჩეფერინმა.
შეგახსენებთ, რომ ვიდეორეფერი წამყვან საფეხბურთო ჩემპიონატებში უკვე მეორე წელია ფუნქციონირებს და გარდა ამისა, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზეც გამოიყენეს.