კალათბურთი

19:48 | 3.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო ისრაელს ამარცხებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ მატჩს თბილისში, ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ ატარებს.

ამ დროისთვის პირველი ტაიმი დასრულდა და წინ ილიას ზუროსის გუნდია - 34:30. მასპინძლები მეორე მეოთხედის საწყის ნაწილში დაეუფლნენ უპირატესობას და ერთი ხანობა 9 ქულითაც გაიჭრნენ წინ, მაგრამ დიდ შესვენებამდე ისრაელმა ჩამორჩენა შეამცირა.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ორი პერიოდის შემდეგ ოთხქულიანი უპირატესობის მოპოვება მოახერხა. მოედანზე საუკეთესო გოგა ბითაძეა, რომელმაც 14 წუთში 13 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა.

მატჩის მეორე ტაიმი დაახლოებით 10 წუთში დაიწყება.

საქართველო - ისრაელი 34:30 (9:11, 25:19) - I ტაიმი

0.114227