ფეხბურთი

14:26 | 3.12.2018 | ნანახია 1500 - ჯერ

მოურინიო პოგბას: "ვირუსი ხარ!"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსა და პოლ პოგბას შორის ურთიერთობა ისევ გამწვავდა. ბრიტანული მედია წერს, რომ პრემიერლიგის ბოლო ტურში „საუთჰემპტონთან“ (2:2) შეხვედრაში პორტუგალიელსა და ფრანგს შორის გასახდელში სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

„ვირუსი ხარ! პატივს არ სცემენ იმ ადამიანებსაც, რომლებიც ტრიბუნებზე არიან“, - უთხრა მოურინიომ პოგბას.

შეგახსენებთ, რომ ჟოზესა და ოლს შორის დაძაბული ურთიერთობის შესახებ აქამდეც არაერთხელ ითქვა. „მანჩესტერი“ კი პრემიერლიგის ლიდერ „სიტის“ 16 ქულით, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ზონას 8 ქულით ჩამორჩება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:32 | 03.12.2018
KoRBeN DaLLaS (24842)

ვირი ხარო, ვირიო...
ოღონდ ლათინურად უთხრა - ვირუს

18:05 | 03.12.2018
gogssi (3755)

0.115553