ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-14 ტურის ცენტრალური მატჩი როტერდამში შედგა, სადაც "ფეიენოორდმა" პსვ ეინდჰოვენს უმასპინძლა. "დე კუიპის" ბინადრები პირველივე ტაიმში ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ, ხოლო მარკ ვან ბომელის გუნდმა 72-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითა.
სამი წუთის შემდეგ კი პსვ-ს გათანაბრების შანსი მიეცა. სტივენ ბერგვინის დარტყმა მეკარემ მოიგერია, მაგრამ შეტევა ამით არ დასრულებულა. სწორედ ამ დროს კარის უკნიდან მოედანზე განზრახ ბურთი შემოაგდეს და მსაჯმა თამაში გააჩერა.
ასე უცნაურად და უსამართლოდ ჩაიშალა პსვ ეინდჰოვენის სახიფათო იერიში, რომელიც შესაძლოა ანგარიშის გათანაბრებით დასრულებულიყო...