კალათბურთი

12:05 | 3.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

„მაიამიმ“ ბოლო წამებზე იმარჯვა, „ლეიკერსმა“ ფინიქსს“ აჯობა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ექვსი შეხვედრა გაიმართა.

„ლეიკერსმა“ შინ „ფინიქსი“ 120:96 დაამარცხა. მატჩში გარდამტეხი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც კალიფორნიელებმა 40:15 მოიგეს. ყველაზე მეტი 23 ქულა ქულა კუზმამ ჩააგდო. ლებრონ ჯეიმსს 22 ქულა, 8 პასი და 6 მოხსნა ჰქონდა. „ფინიქსში“ 15 ქულით ჰომლესი გამოირჩა. ფინიქსელთა ლიდერმა დევიდ ბუკერმა მუცხლის ქვედა მყესის ტრავმა მიიღო და პირველი ტიამის შემდეგ პარკეტზე აღარ გამოსულა. „ლეიკერსი“ 14 მოგებით და 9 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, ამავე კონფერენციაში „ფინიქსი“ ბოლო ადგილს იკავებს.

„სან ანტონიომ“ საკუთარ დარბაზში“ პორტლენდი 131:118 დაამარცხა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მეოთხე პერიოდში ტეხასელებმა წინ გასვლა მოახერხეს და შეხვედრის ბოლომდე ლიდერის როლში გახლდნენ. ლილარდმა გუნდს 37 ქულა და 10 პასი შესძინა. „სან ანტონიოში“ დემარ დეროზანი 36 ქულით გამოირჩა. „სან ანტონიო“ 11 მოგებით და 12 წაგებით მეცამეტე ადგილზეა.

„მაიამი“ „იუტას“ დაუპირისპირდა. მატჩის დასრუელბამდე 3 სამით ადრე ანგარიში 100:100 იყო, რა დროსაც დუეინ უეიდი მეტოქის სამწამიანში შეიჭრა, მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ. უეიდმა ორი საჯარიმო სროლა ჩააგდო და „მაიამიმ“ 102:100 იმარჯვა. „იუტაში“ 23 ქულით რიკი რუბიო გამოირჩა. საოცარი შეხვედრა ჩაატარა მაიამელთა ცენტრმა ჰასან უაიტსაიდმა, რომელმაც გუნდს 23 ქულა და 20 მოხსნა შესძინა.

„ლეიკერსი“ – „ფინიქსი“ 120:96 (21:31, 40:15, 34:28, 25:22)

https://www.youtube.com/watch?v=7naG4wbmjSA

„შარლოტ ჰორნეტსი“ –„ნიუ ორლეანი“ 109:119 (30:29, 26:36, 21:22, 32:32)

https://www.youtube.com/watch?v=xwadIfeZG30

„მაიამი“ – „იუტა“ 102:100 (27:35, 26:20, 27:22, 22:23)

https://www.youtube.com/watch?v=cfa_hFz5yOM

„ფილადელფია“ – „მემფისი“ 103:95 (26:25, 28:19, 24:24, 25:27)

https://www.youtube.com/watch?v=cmie_vF_E88

„დალასი“ – „კლიპერსი“ 114:110 (34:35, 28:23, 26:22, 26:30)

https://www.youtube.com/watch?v=nIktDrJmeJc

„სან ანტონიო“ – „პორტლენდი“ 131:118 (32:33, 30:22, 35:35, 34:28)

https://www.youtube.com/watch?v=WQTQ7uOg9TA

თეგებინბა
0.124212