თამაშგარე

14:00 | 3.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბელენი ევროპას გაუშინაურდა

ადრეც გამცნეთ, რომ არგენტინელი მოდელი და მსახიობი ბელენ როდრიგესი ბოლო პერიოდში ევროპას ძალიან გაუშინაურდა და საოკეანო ავიალაინერებზე მისი სხეულის მსუყე ფორმების დალანდვა ჩვეულ ამბად იქცა. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც მილანის ერთ-ერთ სამოდელო სახლთან გააფორმა კონტრაქტი.

მართალია წარსულის მტვერი წაეყარა იმ ამბავს, რომ წლების წინ ბელენ როდრიგესი ცნობილი არგენტინელი ფეხბურეთელის, ხუან რომან რიკელმეს გულისსწორი იყო, თუმცა ამ ქალის ტრფიალების ამბები არგენტინაში ძველებურად აინტერესებთ და ბუენოს-აირესიდან სანტა-ფემდე ჭორებიც უხვად იფრქვევა.

ევროპაში ხშირი წოწიალის შემდეგ, იმაზე დაიწყეს საუბარი, რომ ბელერის ახალი სატრფო ახალგაზრდა იტალიელი მსახიობი, სიმონ დელავილაა, რომელმაც სახელი ტელესერიალებში მაჩოს როლის თამაშით გაითქვა. რთული სათქმელია არგენტინაში გაზრდილ და დაფრთიანებულ ბელენ როდრიგეს თუ კიდევ სერიალები უნდა და აკლია...

0.127708