ფეხბურთი

12:30 | 3.12.2018 | ნანახია 1820 - ჯერ

უეფამ მესამე ევროტურნირი დაამტკიცა: ევროპა ლიგა 2

უეფამ მესამე ევროტურნირი დაამტკიცა. 2021 წლიდან ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგას რანგით მესამე გათამაშება დაემატება, რომელსაც დიდი ალბათობით ევროპა ლიგა 2 ეწოდება (სახელი დამუშავების პროცესშია).

უკვე ცნობილია, რომ ტურნირზე 32 გუნდი ითამაშებს, რომლებიც რვა ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან. შემდგომ კი, ჩვეულებრივ გაიმართება პლეი-ოფი: მერვედფინალი, მეოთხედფინალი, ნახევაფინალი, ფინალი.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ (მერვედფინალებამდე) ახალი ტურნირის ქვეჯგუფების მეორეადგილოსნები პლეი-ოფში ევროპა ლიგის ქვეჯგუფის მესამეადგილოსნებს დაუპირისპირდებიან და ასე გაირკვევა 1/8 ფინალისტთა ვინაობა (ახალი ტურნირის პირველადგილოსნები ავტომატურად გავლენ პლეი-ოფში).

ტურნირის გამარჯვებული ავტომატურად მოიპოვებს მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე თამაშის უფლებას.

მატჩები ხუთშაბათს გაიმართება, როგორც ევროპა ლიგაზე, ხოლო ფინალური შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ უეფამ 1999 წელს რანგით მესამე ტურნირი, თასების თასი გააუქმა, თუმცა, 20-წლიანი პაუზის შემდეგ მესამე ტურნირი ისევ შექმნა.

Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:20 | 04.12.2018
გორდა (35)

ნეტავ აქ მაინც თუ გვექნება რაიმე შანსები?!
ძალიან გვჭირდება საკლუბო დონეზე საერთაშორისო თამაშებში გამოცდილება.

სტატისტიკა
0.169942