ფეხბურთი

22:42 | 2.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის სადებიუტო გოლი ავსტრიაში

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში თავი გამოიჩინა. „შტურმის“ 22 წლის ფეხბურთელმა „ვოლფსბერგერის“ კარში მოახერხა გოლის გატანა.

გრაცელებმა საკუთარ მოედანზე მეტოქე ადვილად, 3:0 დაამარცხეს, ხოლო შეხვედრას წერტილი 88-ე წუთზე კიტეიშვილმა დაუსვა. მსაჯის კომპენსირებულ დროში ჩვენებური შეცვალეს.

კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში მე-14 შეხვედრა ჩაატარა და ეს სადებიუტო გოლი გამოდგა ავსტრიული გუნდის მაისურით.

„შტურმი“ კი 16 ტურის თავზე 22 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება.

0.136902