სხვა

14:43 | 2.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიული დღე სამბოს ისტორიაში

ისტორიული დღე სამბოს ისტორიაში – საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ სამბოს საერთაშორისო ფედერაციის წინასწარი აღიარება. გთავაზობთ სოკ-ის აღმასრულებელი საბჭოს დადგენილებას:

“ძვირფასო პრეზიდენტო,
2018 წლის 30 ნოემბერს ჩატარებული საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს შეხვედრის დროს, ოლიმპიური ქარტიის 25-ე წესის თანახმად, სამბოს საერთაშორისო ფედერაციას (FIAS) მიენიჭა წინასწარი აღიარება. აღიარების სამ წლამდე ვადით მინიჭება ნიშნავს, რომ FIAS-ი იზიარებს ოლიმპიური ქარტიის ღირებულებებს.
კეთილი იყოს თქვენი, როგორც აღიარებული ფედერაციის, შემობრძანება ოლიმპიურ ოჯახში. ვულოცავ სამბოს საერთაშორისო ფედერაციას.
გაითვალისწინეთ, რომ წინასწარ აღიარებასთან დაკავშირებულ შემდგომ ნაბიჯებზე დაგიკავშირდებათ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპორტული ხელმძღვანელი.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მოუთმენლად ელის თქვენთან თანამშრომლობით მუშაობას, რადგან ეს დიდი სარგებელის მომტანი იქნება როგორც თქვენი სპორტიის სახეობის, ასევე მასში მოღვაწე სპორტსმენებისთვის.
პატივისცემით,
თომას ბახი”
საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ ცინცაძე: “2018 წლის 30 ნოემბერი სამბოს ისტორიაში მნიშვნელოვან და ისტორიულ თარიღად მოინიშნა, ვინაიდან, ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს შეხვედრის დროს, ოლიმპიური ქარტიის 25-ე წესის თანახმად, სამბოს საერთაშორისო ფედერაციას (FIAS) მიენიჭა წინასწარი აღიარება. ეს არის დღე, რომელსაც ძალიან დიდხანს ელოდებოდა სამბოს დიდი ოჯახი და მისი ქომაგები.
მსურს ეს წარმატება მივულოცო თითოეულ სამბისტს, გულშემატკივრებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს სამბოს, როოგრც სპორტის განვითარებაში და გისურვოთ წარმატებები და რეკორდული შედეგები ოლიმპიურ ასპარეზზე!”

საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის პრესსასმსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113078