ფეხბურთი

18:15 | 2.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფავრის და ალკასერის მიღწევები

"დორტმუნდმა" ბუნდესლიგის მე-13 ტურში "ფრაიბურგი" დაამარცხა და ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს. როგორც Opta იუწყება, ლუსიენ ფავრი გახდა "დორტმუნდის" პირველი მწვრთნელი, რომელმაც ბუნდესლიგის ზედიზედ 13 ტურში მარცხი არ განიცადა.

ასევე, პაკო ალკასერმა ბუნდესლიგაში მერვე მატჩი ჩაატარა და მეათე გოლი გაიტანა. ესპანელმა ამ მაჩვენებლით გერტ დიორფელის (1963 წელი) რეკორდი გაიმეორა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში ორჯერ მოხვდა, მოედანზე 281 წუთი გაატარა და საშუალოდ გოლი 28 წუთში ერთხელ გააქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129046