კალათბურთი

11:20 | 2.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 2 ქულა და გამარჯვება „გოლდენ სტეიტთან“

ზაზა ფაჩულიას „დეტროიტ პიტონსმა“ შინ „გოლდენ სტეიტი“ 111:102 დაამარცხა. ზაზამ 12 წუთი ითამაშა და გუნდს 2 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი შესძინა. ფაჩულიამ ორიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო. უკვე მეორე თამაშია ქართველი კალათბურთელი მარგი ქმედების კოეფიციენტის გრაფაში საუკეთესო შედეგს აფიქსირებს. ზაზას პარკეტზე ყოფნის დროს „დეტროიტმა“ ცხრა ქულით მეტი ჩააგდო, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელია.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, „მეომრებს“ გუნდის ლიდერი სტეფ კარი დაუბრუნდათ, რომლემაც 27 ქულა ჩააგდო და საბოლოო ჯამში ნორმალური შეხვედრა ჩაატარა. „დეტროიტი“ მეორე პერიოდში დაწინაურდა და მას შემდეგ უპირატესოაბ ხელდიან აღარ გაუშვა. მატჩში ყველაზე მეტი 28 ქულა კევინ დურანტს ჰქონდა. მიჩიგანელებმა უფრო გუნდური კალათბურთი ითამაშეს და ექვსმა კალათბურთელმა მინიმუმ 10 და მეტი ქულა ჩააგდო , მათ შორის ყველაზე მეტი 26 ქულა ბლეიკ გრიფინს ჰქონდა. აღსანიშნავია ანდრე დრამონდის ორმაგი დუბლი 16 ქულა და 19 მოხსნა.

„დეტროიტი“ 13 მოგებით და 7 წაგებით აღმოსავლეთში კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა, ხოლო „გოლდენ სტეიტი“ 15 მოგებით და 9 წაგებით დასავლეთში მეოთხე პოზიციაზეა.

„დეტროიტი“ მომდევნო შეხვედრაში შინ „ოკლაჰომას“ დაუპირისპირდება, მატჩი 4 დეკემბერს თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109582