ფეხბურთი

22:16 | 1.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" სუარესის გადაბირებას შეეცდება

"ბარსელონას" ნახევარმცველი დენის სუარესი შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "მილანში" გადავიდეს. როგორც Calciomercato იუწყება, იტალიური კლუბი უკვე დაუკავშირდა "ბლაუგრანას" და მოლაპარაკება დაიწყო.

"როსონერიმ" ჯაკომო ბონავენტურას და ლუკას ბილიას ტრავმების შემდეგ სატრანსფერო გეგმები შეეცვალა. იტალიური მედიის ინფორმაციით, "მილანს" დენისის იჯარა სურს და დიდი ალბათობით სუარესიც თანახმა იქნება. ესპანელმა მიმდინარე სეზონში ორი შეხვედრა ჩაატარა და მოედანზე ჯამში 100 წუთი გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112143