მილანის „ინტერის“ კაპიტანი და საუკეთესო ბომბარდირი მაურო იკარდი მადრიდის „რეალში“ გადასვლას არ აპირებს. როგორც არგენტინელმა განაცხადა, „ჯუზეპე მეაცაზე“ ბედნიერია და გუნდის დატოვებას არ გეგმავს.
„რეალში“ ტრანსფერი? - ამაზე საუბარი არ მიმაჩნია სწორად, შესაბამისი მომენტი არაა. „ინტერში“ ბედნიერი ვარ და როცა ამის დრო მოვა, კონტრაქტს გავახანგრძლივებ. მინდა ტიტულები „ნერაძურისთან“ ერთად მოვიგო“, - ციტირებს იკარდის სიტყვებს Corriere Dello Sport-ი.
შეგახსენებთ, რომ მაურო იკარდი „ინტერმა“ 2013 წლის ზაფხულში გენუის „სამპდორიადან“ შეიძინა. ბოლო დროს სამხრეთ ამერიკელ ფორვარდს მადრიდის „რეალს“ უკავშირებენ, რომელიც თავდამსხმელს გამალებით ეძებს.