ფეხბურთი

17:57 | 1.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

კონტემ შესაძლოა "რომა" ჩაიბაროს

იტალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს და დედაქალაქურ „რომაში“ დასაქმდეს. იტალიური მედიის ცნობით, „ჯალოროსის“ ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა ეუსებიო დი ფრანჩესკოს მუშაობით და მის შესაძლო შემცვლელად კონტე განიხილება.

რომაელთა პრეზიდენტი ჯეიმს პალოტა სწორედ კონტეს მიიჩნევს თავისი გუნდისთვის იდეალურ თავკაცად. ჯერჯერობით აღნიშნულ საკითხზე ანტონიოს მოსაზრება უცნობია, რომელმაც ცოტა ხნის წინ მადრიდის „რეალის“ ჩაბარებაზე თქვა უარი.

შეგახსენებთ, რომ „რომამ“ მიმდინარე სეზონი კარგად ვერ დაიწყო და იტალიის სერია A-ში 13 ტურის შემდეგ 20 ქულით მეშვიდე ადგილზეა. ჩემპიონთა ლიგაზე კი მერვედფინალში გავიდა, მაგრამ ხუთიდან ორი მატჩი წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113845