ძიუდო

16:12 | 1.12.2018 | ნანახია 2734 - ჯერ

ქართველ ძიუდოისტებს შორის მომხდარ შესაძლო ინციდენტს კომისია გამოიძიებს

დღეს გაიმართა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომა, სადაც იმსჯელეს საქართველოს ნაკრების მომავალი მთავარი მწვრთნელის შესახებ და იაპონიაში, ოსაკაში საქართველოს ნაკრების წევრებს შორის მომხდარ შესაძლო ინციდენტზე.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, სხდომაზე დაბარებული იყო იაპონიაში მყოფი მწვრთნელი ანზორ თენაძე. მისი მოსმენის შემდეგ აღმასკომმა გადაწყვიტა შეიქმნას კომისია, რომელიც დეტალურად შეისწავლის შესაძლო ინციდენტს. გამჭვირვალობის მიზნით კომისიაში აღმასკომის წევრების გარდა შევლენ: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, პარლამენტის სპორტის კომიტეტის წარმომადგენლები, ასევე ვეტერანი ძიუდოისტები და სპორტული ჟურნალისტები.

საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებით გადაწყდა, რომ ის 27-28 დეკემბერს დაგეგმილ საქართველოს ჩემპიონატამდე დაინიშნება.


კომენტარები (13)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:20 | 08.12.2018
choloka (934)

აქ კომენტარებში წავიკითხე-განათლებული,ჭკვიანიო--განათლებული და ჭკვიანი მასე არ იქცევა

02:36 | 07.12.2018
NIKA..01 (826)

როგორ არ რცხვენიათ?სამარცხვინო საქციელია სპორტსმენებისგან,რომლებიც წესით მაგალითი უნდა იყვნენ ახალგაზრდებისთვის...სირცხვილი!!!

20:21 | 06.12.2018
fidofido (3392)

მსოფლიო სპორტი დიდი მწუხარებით იუწყება გარდაიცვალა სპორტული ჟურნალისტი ძიუდოს საკითხში ასე სწრაფად ნუდებთ ხოლმე სტადიებს კითხვას ვერ ვასწრებთ

10:58 | 08.12.2018
choloka (934)

ყველა სახეობაში ასეა ეტყობა მასიურად ერთად რამდენიმე ჟურნალისტმა გადაწყვიტა

10:22 | 08.12.2018
choloka (934)

ყველა სახეობაში ასეა ეტყობა მასიურად ერთად რამდენიმე ჟურნალისტმა გადაწყვიტა

23:54 | 03.12.2018
გორდა (159)

იმედია მალე დალაგდება ძიუდოში შიდა სამზარეულო. ეს ჩვენთვის განსაკუთრებული სპორტის სახეობაა და ასეთ პატარა ქვეყანას არა აქვს რესურსი მეტნაკლებად თანაბარი ძალის ორი შემადგენლობა ჰყავდეს. არა გვყავს დასაკარგი არც ერთი სპორცმენი, მწვრთნელი თუ გუნდის სხვა წარმომადგენელი. იმედია გამოსახავენ საერთო ენას!

15:11 | 03.12.2018
UXXUCES (134)

თუ ეს სიმართლეა დავითხოვდი ნაკრებიდან ლიპოს ჩრიკის ოქრუაშვილს შავის ახალგაზრდებით დავაკომპლექტებდი ნაკრებს და ოლიმპიადისთვის მოვამზადებ ფიზიკაში.... კომფლიქტიც ამოიცურებოდა და ახალგაზრდებიც მოუმატებდნენ

23:51 | 03.12.2018
sanzona (3181)

შავის 5 კაცი დაესია, ცემეს და კიდე შავის დაითხოვდი ნაკრებიდან?

11:37 | 06.12.2018
tiko (6769)

5 კაცი დაესია? "მალადეცცცცცც"

23:12 | 06.12.2018
sanzona (3181)

ლიპარტელიანი ჩხვიმიანი მარგიანი ზებედა და ტატალა. ჩხვიმიანი მიუგზავნეს ლაშას და დააწყებინეს კაჩაობა. მერე ყველა დაესია ლაშას და ცოტა მოხვდა მარგველასაც. აშველებდა თუში

17:17 | 02.12.2018
judoge (107)

ეს რა აღმასკომია ან რა სასტავი შეუკრებიათ უმეტესობას სხვატკა არ აქვს მოგებული და არც ავტორიტეტით სარგებლობენ ძიუდოს სამყაროში ამათ რა უნდა გამოიძიონ ასეთი უსუსური სასტავი რომაა მაგ აღმასკომში მაგიტომ აშინებს ლიპო თავის ბანდით

23:20 | 01.12.2018
KoRBeN DaLLaS (24838)

ნუგზარ ნუცუბიძეს
არ არის ეგრე ჯიგარო. კახი კახიაშვილმაც შეიცვალა გვარ-სახელი და საბერძნეთს ოქროები მოუპოვა, მაგრამ როცა დაბრუნდა ღამურად არ მიგვიჩნევია და კაცი ამხელა საქმეს აკეთებს.
ეგ უფრო ბერძნების და იგივე თურქების პრობლემაა (კიდევ რამდენიმე ქვეყნის), რომლებიც გვარების შეცვლას სთხოვენ სპორტსმენებს. რატომ შერაზადაშვილს არ მოსთხოვეს ესპანელებმა ეგეთი რამ ?

23:55 | 03.12.2018
sanzona (3181)

რომელი პრეზიდენტისადმი გაქვს სექსუალური ლტოლვა, ფედერაციის თუ ქვეყნის ? )))

15:48 | 04.12.2018
KoRBeN DaLLaS (24838)

ათაბეგაშვილს ჯვარი წერია

23:08 | 01.12.2018
lagashi (6738)

მრჩება შთაბეჭდილება რომ აღმასკომის ძალიან ბევრ წევრზე უკეთ აქ ამ საიტზე ერკვევა ბევრი, მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა ისინი ყოფილი ძიუდოისტები არიან ,

20:37 | 01.12.2018
თენგაბი (950)

ძიუდო საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გამორჩეული სპორტია. ზიუდოისტებს ბევრჯერ გაუხარებიათ ქართველი გულშემატკივრები. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენთვის ძიუდო სეიძლება სპორტზე მეტიც იყოს. ამიტომ თხოვნა გვაქვს იმ ხალხისადმი ვინც დღეს ძიუდოში რაიმეს წყვიტავს: ყველა განათლებული და პატრიოტი ხალხი ხართ. მოდით ერთხელ კიდევ ავმაღლდეთ პირად ინტერესებზე მაღლა და პრიორიტეტი ქართულ ძიუდოს მივანიჭოთ. დავივიწყოთ უთანხმოება, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ერთიანობა. ვფიქრობთ თქვენ ეს შეგიძლიათ და ასეთი მიდგომით გადაწყვეტილი პრინციპული საკითხებიც საერთო საქმეს წაადგება.

01:09 | 02.12.2018
ogafa (10211)

+

20:00 | 01.12.2018
tiko (6769)

დაწყნარდით და დამშვიდდით, რა დაგემართათ,ქართველები არ ხართ? ოხ რა საწყენია ესყველაფერი

16:35 | 02.12.2018
toshihiko (1309)

ქართველები რომ არიან ზუსტად ამიტომ ხდება ასე

19:29 | 01.12.2018
sabonis (9584)

ქურდულათ გაარჩიეთ ეგ საქმე ჯობია.დ

18:19 | 01.12.2018
sa2002 (638)

ხო, ტვინი რომ არ მოეყინოთ (ყურებიდან რომ გადმოსდით).

16:30 | 01.12.2018
KoRBeN DaLLaS (24838)

და კურტკებით ჯდომა რა პონტია, ორპირი ქარი უბერავს ?

20:40 | 02.12.2018
პანტელეიმონი (4347)

+1

0.132141