ფეხბურთი

15:45 | 1.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

პაკეტა: "კაკა "მილანისა" და იტალიის შესახებ მესაუბრა"

ბრაზილიური „ფლამენგოს“ ნახევარმცველი ლუკას პაკეტა იანვრიდან ევროპაში გადაბარგდება და იტალიურ „მილანში“ გააგრძელებს კარიერას. 21 წლის ნიჭიერმა ფეხბურთელმა მომავალი გუნდის შესახებ ხმამაღლა პირველად ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ფლამენგოს“ დატოვება მისთვის რთულია.

„ჟუანი და კაკა იტალიის შესახებ მესაუბრნენ, მათგან რამდენიმე რჩევა მივიღე, ახლა კი დეკემბერში მივდივარ იტალიაში სსხვა და სხვა დეტალების მოსაგვარებლდად. იტალიურ ენას ვსწავლობ, თუმცა ამჟამად მხოლოდ მადლობის თქმა შემიძლია. ჩემს მეუღლეს და დედაჩემს ვუთხარი, რომ „ფლამენგოს“ დატოვების შიში მაქვს, ისეთი გრძნობა მეუფლება, რომელიც აქამდე არ მქონია. თუმცა, იტალიაში, "მილანში" თამაში ჩემი ოცნება იყო.

„ფლამენგოს“ ძალიან მადლობელი ვარ და ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს. მიყვარს ეს მაისური და ყოველთვის ჩემს გულში იქნება. ვწუხვარ, რომ მივდივარ, მაგრამ ერთ დღეს აუცილებლად დავბრუნდები“, - განაცხად პაკეტამ.

პაკეტამ ბრაზილიის სერია A-ს 2018 წლის სეზონში 31 თამაში ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. „როსონერიში“ სამხრეთ ამერიკელი შემტევი 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118171