ჭადრაკი

14:23 | 1.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარცხიანი დღეები ქონიაში

თურქულ ქონიაში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადის ბოლო ტურები წარუმატებელი გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვის. ქართველმა მოჭადრაკეებმა ერთნაირი ანგარიშით (1.5:2.5) ჯერ ჩინეთთან წააგეს, შემდეგ კი, საფრანგეთთან.

შედეგად, 7 ტურის თავზე, საქართველოს ნაკრებს 4 მოგება და 3 მარცხი აქვს და ტურნირის 46 მონაწილეს შორის მე-13 ადგილზე იმყოფება, ლიდერები კი უზბეკეთი და ირანი არიან 12-12 ქულით.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადა 9 ტურად მიმდინარეობს. მე-8 ტურის პარტიები დღეს შედგება, ქართველ მოჭადრაკეთა მეტოქე კი ყაზახეთი იქნება.
ქართული გუნდის ღირსებას ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2389), ნიკოლოზ კაჭარავა (2356), ლუკა ობოლაძე (2318), შოთა ხოდაშნელი (2018) და ეკატერინე ფიფია (1995) იცავენ.

0.121123