ფეხბურთი

14:50 | 1.12.2018 | ნანახია 626 - ჯერ

აფრიკის თასი კამერუნში აღარ ჩატარდება

აფრიკის თასის 2019 წლის გათამაშება კამერუნში არ გაიმართება. როგორც აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია აცხადებს, კამერუნმა მასპინძლობისთვის დაკისრებულ მოვალეობებს თავი ვერ გაართვა და ამიტომ, მასპინძლობის უფლება ჩამოერთვა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ახალი მასპინძელი უახლოეს ხანებში შეირჩევა და მსურველებს განაცხადის გაკეთება დეკემბრის ბოლომდე შეეძლებათ.

აღსანიშნავია, რომ აფრიკის თასი ისტორიაში პირველად გაიმართება ზაფხულში, 2019 წლის 15 ივნისიდან 13 ივლისამდე და გაიზარდა მონაწილე გუნდების რაოდენობაც - 16-დან 24-მდე.

შეგახსენებთ, რომ აფრიკის მოქმედი ჩემპიონი კამერუნის ნაკრებია, რომელმაც 2017 წელს ფინალში ეგვიპტე 2:1 დაამარცხა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:17 | 02.12.2018
ogafa (10220)

ვერ გაქაჩა უფლება ჩამოერთვა.

15:15 | 01.12.2018
KoRBeN DaLLaS (24844)

ალბათ სამხრეთ აფრიკა უმასპინძლებს. ინფრასტრუქტურაც კარგი აქვთ და თან ზაფხულში იქ შედარებით გრილა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118982