ეროვნულ საკალათურთო ასოციაციაში მორიგი, ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა ზაზა ფაჩულიას „დეტროიტ პისტონსმა“, რომელმაც საკუთარ დარბაზში „ჩიკაგო ბულსი“ ადვილად, 107:88 დაამარცხა.
ამაში თავისი წვლილი ვეტერანმა ქართველმა ცენტრამც შეიტანა. ზაზამ პარკეტზე 18:04 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 4 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ფაჩულიამ 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ორჯერ ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა.
ყველაზე შედეგიანი „ჩიკაგოს“ 19 წლის მოთამაშე ვენდელ კარტერი იყო, რომელმაც 29 წუთში 28 ქულა, 1 პასი და 7 მოხსნა მიითვალა, ხოლო გამარჯვებულთა შორის ბლექ გრიფინი და რეჯი ჯექსონი გამოირჩნენ 20-20 ქულით. განსაკუთრებით აღსანიშნავი გრიფინის გარჯაა, რომელმაც ხსენებულ 20 ქულას 5 შედეგიანი პასი და 10 მოხსნაც დაუმატა. გამორჩეული იყო ანდრე დრამონდი, რომელამც 19 ქულა დააგროვა და ბურთი ფარიდან 20-ჯერ მოხსნა.
„დეტროიტს“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 7 მარცხის წილ 12 გაამრჯვება დაუგროვდა და მეოთხე ადგილზე იმყოფება, ხოლო მომდევნო მატჩს 2 დეკემბერს, სახლში, ზაზას ყოფილი გუნდის, „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები
ვიცი ისე სურვილი გამოვთქვი მაგ ორის ერთ გუნდში ხილვის. ისე დევისის კონტრაქტიც უკვე გასულია რამოდენიმე წელი რამდენი დარჩა ხომარ იცით
2020 წლის ზაფხულამდე გარანტირებული კონტრაქტი აქვს,თუ მოისურვებს 2021 წლის ზაფხულამდეც შეუძლია პელიკანსში დარჩენა.ანუ როგორც ხშირად აქვთ ხოლმე მოთამაშეებს ბოლო წლის კონტრაქტი სურვილზე +1 სისტემით გაფორმებული.როგორც ლებრონს ქონდა უფლება წელს ან გასულიყო თავისუფალ აგენტებზე რაც გააკეთა კიდეც,ან გაეგრძლებინა კიდევ ის +1 წელი კავსში და ბოლომდე შეესრულებინა კონტრაქტი.მოკლედ დიდი ალბათობით 2020 წელს ეგეც გავა თავისუფალ აგენტებზე თუ მანამდე არ გაცვალა პელიკანსმა,ლეიკერსს კი 2020 წლის ზაფხულამდე დრო არ აქვს.2019 წლის ზაფხულზე უნდა გაძლიერდეს უკვე მითუმეტეს არჩევანი ბევრი ექნება.მერე თუ ექნებათ შანსი 2020-შიც დაიმატონ რა დააკლდებათ მაგით მაგრამ მეორე სუპერსტარი თუ მოიყვანა კი არადა მოიყვანს 2019 წლის ზაფხულში,გამორიცხულია მერე დევისის მოყვანა ხელფასი აღარ გაუშებს,ამიტომ უახლოეს პერიოდში დევისი თუ მივა ლეიკერსში მივა მხოლოდ გაცვლით,სხვა შანსი არაა.მაგ გაცვლას კი როგორც ქვემოთ მეგობარმა თქვა მთელი ლეიკერსი დაჭირდება
აფსუსია
ლებრონი-დევისი-ინგრამი უკვე საჩემპიონო გუნდია და კაი ბენჩით დაღუნავდნენ გოლდენსტეიტსაც და სხვებსაც. 1-2 ნომრებზე მთლად დელავედოვა და სეფალოშა არ უნდა იყვნენ რა თქმა უნდა
დევისი უფრო გაასწორებდა დაბალთან კომბინაციაში ვიდრე კავაი და მაღალი. ჩემი აზრით ლებრონი-დევისი რომც აღარ დაიმატოს სუპერსტარი შეუძლიათ ჩემპიონობა
დევისი რო დაიმატო ლებრონის გარდა მთელი ლეიკერსი უნდა გაცვალო
დევისი არაა თავისუფალი აგენტი
უკაცრავად..
ბაბუ პერესი ეგრე სამი SF გამოდის სასტარტოში და ცოტა ნიტოა მგონი
მაგას ვიძახი მეც ლონზო კუზმა მითუმეტეს ინგრამი ხელშეუხებელია გუნდში.ლეკერსმა მაქსიმუმ სკამი გააძლიეროს წელს თორე დიდ ცვლილებებს ნაკლებად ველი.აი ზაფხულში იმდენი სტარი და სუპერსტარია თავისუფალი აგენტი დაჯდნენ და იფიქრონ რა და როგორ აჯობებს.კავაი 2დადგება ინგრამი 3 ლებრონი 4.მეჯიქმა და ლებრონამ ყველაფერი უნდა გააკეთონ რო კავაი მიიყვანონ გუნდში.
ხო რა მეც ეგ ვთქვი დაახლოევებით.კი რა თქმა უნდა 2 ნომერი ტომპსონი იდეალურია მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ინგრამი ხელშეუხებელი მგონია ტომპსონის მოყვანას კავაის მოყვანა ჯობია.იმხელა ფიგურაა კავაი დღეს რომ არც ღირს დაფიქრება კლეი თუ კავაი
კი კლეიც მაგარია მარა კავაი რა თქმა უნდაჯობია.კავაი ტორონტოდან მიდის მარა ეგაა საკითხავი სად კლიპერსში თუ ლეიკერსში
თუ დათანხმდება კავაი ოღონდ ეგეც საკითხავია მართლა.მარტო უნდა იმ კაცს მოგება,თვითონ უნდა ლიდერი რომ იყოს და მაშინ კლეი და კარგი ცენტრი იქნება გაძლიერება.კავაი თუ დათანახმდა ინგრამი-კავაი გაცვლიან 2-3 ნომრებს და პრობლემა არ იქნება.კი რეალუად სამივე სმოლფორვარდის ლებრონი-კავაი და ინგრამიც მაგრამ თანამედროვე კალათბურთში ეგ დიდი პრობლემაა აღარაა უკვე
მოკლედ მაგ 3 წამიანის წესით შაკის სტილის ხალხს გაურთულეს შეტევაში თამაში სხვებს კი აბსოლიტურად ყველას გაუმარტივეს მეტი ცარიელი ზონის დატოვების გამო.სტივ კერმა 2014 წელს გოლდენში დანიშვნის შემდეგ სამიანები მოუმატა ლიგას,უფრო ზემოთ პერიმეტრზე ამოიწია დაცვამ და ამიტომაა რომ დღეს ბევრი ქულები ვარდება და მარტივია შესვლების კეთება.შემტევისთვის დღეს კალათბურთი გამარტივებულია,დამცველისთვის არის გართულებული რადგან მეტი ზონის დაცვა და გადაფარვა უწევს ვიდრე ადრე უწევდა.4 ქულიანი ხაზი მოინდომა ფილ ჯექსონმა და ეგ თუ გააკეთეს დაცვა აღარ იქნება საერთოდ კალათბურთში,ფიზიკურად ვერ შეძლებენ მოთამაშეები დაცვის თამაშს იმდენი ზონები დარჩება ცარიელი.კიდევ კარგი ჯერჯერობით სერიოზულად არავის განუხილავს ჯექსონის ეგ "გენიალური" იდეა
ბაბუ პერესი ეგრე სამი SF გამოდის სასტარტოში და ცოტა ნიტოა მგონი
მაშინ კლეი კავაის ნაცვლად მაგრამ ძაან დიდი სხვაობაა კლეის და კავაის შორის და რაც არ უნდა 3 ფორვარდს მოუწიოს თამაში მაინც კავაი ჯობია გყავდეს
სამი წამის წესზე რომ ვთქვი წინაზე ჯორდანის 6 ბეჭდის დროს არ იყო ეგ წესითქო და შაკის გამო შეცვალეს 2000-იანებბშითქო,კორბენა რომ უწერია ის არ მეთანხმებოდა,მაშინაც დავარწმუნე და ვანახე უამრავი მაგალითი მაგრამ ამ ვიდეოში პირდაპირაა 5 მთავარ წესზე საუბარი რომელიც სხვადასხვა მოთამაშის გამო შეცვალეს და პირველი ადგილი შაკის მაგ წესს უკავია რა თქმა უნდა.არამარტო ცენტრებს ზოგადად ყველა მოთამაშეს გაუადვილა შეტევაში თამაში მაგ წესმა.ნახეთ და სხვა 4 წესსაც გადახედეთ რა შეიცვლა კიდევstripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=23EDfZUFG14')>0?' https://www.youtube.com/watch?v=23EDfZUFG14':' https://www.youtube.com/watch?v=23EDfZUFG14')) შაკის გამო რომ შეიცვალა ეგ წესი 2000-იანებში ნაღდად მახსოვდა მაგრამ ზუსტი თარიღი არ მახსოვდა ანუ წელი და ეს ვიდეო რომ ვნახე ახლა გამახსენდა,2001 წლის ფინალის შემდეგ შეიცვალა ეგ წესი რადგან 2000 და 2001 წლებში შაკი უბრალოდ ვერ გააჩერეს ფარზე.მერეც უჭირდათ მაგრამ ცოტა მაინც ამოისუნთქეს გუნდებმა
შესვლებზე თამაში გაუდვილა და დაუტოვა სივრცეები ყველა შემტევს ვინც შესვლებზე აკეთებს აქცენტს,თორემ შაკის სტილის მოთამაშეები პირიქით შეზღუდა ბუნებრივია
თამაშიც გახსნა მაგ წესმა და უფრო შემტევი თამაში გახადა რადგან ზემოთ ამოვიდა უფრო დაცვის ხაზი და ზონები დარჩა ცარიელი.მარტო შაკის სტილის ხალხის გაჩერება კი არა რეალურად ყველა მოთამაშის თამაშზე იქონია გავლენა მაგ წესის შემოღებამ
ლეიკერსი განაგრძობს არასტაბილურობას ცუდ თამაშს კარგი მოყვება,კარგს ცუდი.ერთი რამ ცხადია ნიჭი არის ამ გუნდში უბრალოდ სტაბილურობა უნდა რასაც გამოცდილება ჭირდება,ამიტომ ვფიქრობ არავის არ გაცვლის ლეიეკერსი ამ სეზონში რა შედეგიც არ უნდა დადოს.ვფიქრობ პლეიოფში რთული ბრძოლებით მაგრამ გავა მაინც.2019 წლის თავისუფალი აგენტების სია რომ ნახოთ მიხვდებით რომ უბრალოდ სისულელეც კი იქნება ახლა გაცვლების გაკეთება.არ დაკარგავს არც ლონზოს და არც ინგრამს გამორიცხულია უბრალოდ.არასტაბილურია ორივე მაგრამ ნიჭი აქვთ და მაინც დააცდიან მინიმუმ ამ სეზონს.2019 წლის ზაფხულის თავისუფალი აგენტების სია:დურანტი კავაი ბატლერი კლეი კაზენსი კაირი ჰორფორდი კემბა პორზინგისი ვუჩევიჩი მარკი დეანდრე მილსაპი ვაიტსაიდი.რა თქმა უნდა რამდენიმეთი თვითონაც არ დაინტერესდება ლეიკერსი და რამდენიმე მაგალითად ირვინგი თვითონაც არ გამდოვა ლეიკერსში,მაგრამ მაინც ძაან დიდი არჩევანი ექნება მეჯიქს ზაფხულში გუნდის გასაძლიერებლად.1 სუპერსტარი+ 1 ძლიერი მოთამაშე რომ აიყვანოს,ეს იქნება გუნდის მიზანი ლებრონ-ინგრამ-ლონზო-კუზმა-ჰარტის შენარჩუნებასთან ერთად.1 სუპერსტარზე რა პოზიციაზეც გააკეთებენ აქცენტს,იმის მიხედვით აიყვანენ მეორე ძლიერ მოთამაშეს ლონზო-ინგრამ-ლებრონთან ხუთეულის შესაქმნელად.სიტყვაზე კავაი რომ აიყვანონ,შემდეგ ცენტრზე გააკეთებენ აქენტს და შედარებით იაფად ცენტრზე ვუჩევიჩიც რომ დაიმატოს ლონზო ინგრამი კავაი ლებრონი ვუჩევიჩი საჩემპიონო გუნდია უკვე.სხვა მაგალითებიც შეიძლება უბრალოდ ჩემი აზრით ყველაზე კარგი ეგ ვარიანტი იქნება იმ მხრივ რომ მაღალ ხელფასზე ერთის აყვანა შეუძლია მარტო,ხოლო მეორესი საშუალო ხელფასზე.
2 ძლიერ მოთამაშეს მათ შორის 1 სუპერსტარს ყველავარიანტში დაიმატებს ლეიკერსი,თუ ამას დავუმატებთ იმას რომ გოლდენი დასუსტდება აუცილებლად,პლუს ბევრად მაგარი იქნება ლონზოც და ინგრამიც 2020 წლის პლეიოფებისთვის,თამამად ვიტყვი რომ 2020 წელს ლეიკერსი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს კი არა გახდება კიდეც
დეტროიტმა და ზაზამ ისეთი აკრიფეს პლეიოფებში საკმაო ანგარიშ გასაწევი ძალა იქნებიან. თუ გამოკრა ხელი ზაზამ მესამე ბეჭედს რას ვიცინებ
გიორგი ჯიგარო დრამონდი საშუალოდ 16ჯერ ხსნის თამაშში და გუშინ თუ ოცი მოხსნა რა გაგიკვირდა ეგრე. ოცი მოხსნა დრამონდისთვის ჩვეულებრივი ამბავია როგორც დურანტისთვის 40 ქულა ეგეთი
ჩაგისწორებია... მივესალმები!