ფეხბურთი

11:00 | 1.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები და ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრა

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა მოახლოვდა. ხვალ, 2 დეკემბერს, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში გაირკვევა საქართველოს ნაკრების მეტოქეები.

როგორც იცით, ვლადიმირ ვაისის გუნდმა ერთა ლიგის D დივიზიონში საუკეთესო შედეგის დაფიქსირების შემდეგ მეოთხე კალათაში გადაინაცვლა.

„ჯვაროსნების“ კალათა შემდეგნაირადაა დაკომპლექტებული:

IV კალათა

უნგრეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, კვიპროსი, ესტონეთი, სლოვენია, ლიეტუვა, საქართველო

შესაბამისად, ზემოსხენებულ ნაკრებებთან ქვეჯგუფში მოხვედრა გამორიცხულია. სამაგიეროდ, არაა გამორიცხული დანარჩენებთან, რომლებიც კალათების მიხედვით ასე გადანაწილდნენ:

I კალათა

შვეიცარია, პორტუგალია, ჰოლანდია, ინგლისი, ბელგია, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, ხორვატია, პოლონეთი

II კალათა

გერმანია, ისლანდია, ბოსნია, უკრაინა, დანია, შვედეთი, რუსეთი, ავსტრია, უელსი, ჩეხეთი

III კალათა

სლოვაკეთი, თურქეთი, ირლანდია, ჩრდ. ირლანდია, შოტლანდია, ნორვეგია, სერბეთი, ფინეთი, ბულგარეთი, ისრაელი

V კალათა

მაკედონია, კოსოვო, ბელარუსი, ლუქსემბურგი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, მოლდოვა, გიბრალტარი, ფარერები

VI კალათა

ლატვია, ლიხტენშტეინი, ანდორა, მალტა, სან მარინო

წილისყრისას არსებობს რამდენიმე რეგულაცია:

მასპინძელი გუნდები: ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს 12 ქვეყანა უმასპინძლებს და იმისთვის, რომ ფინალურ ეტაპზე თამაშის შანსი ყველას ჰქონდეს, ერთჯგუფში მაქსიმუმ ორ-ორი ნაკრები მოხვდება შემდეგი გუნდებიდან: აზერბაიჯანი, დანია, ინგლისი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, ჰოლანდია, ირლანდია, რუმინეთი, რუსეთი, შოტლანდია, ესპანეთი.

პოლიტიკური დაპირისპირებები: პოლიტიკური ურთიერთობების გამო ჯგუფში ერთად ვერ მოხვდებიან: სომხეთი/აზერბაიჯანი (ისედაც ერთ კალათაში არიან), გირბალტარი/ესპანეთი, კოსოვო/ბოსნია, კოსოვო/სერბეთი, უკრაინა/რუსეთი.

ზამთრის ადგილები: ზამთრის პირობების გამო თითოეულ ჯგუფში მაქსიმუმ ორი გუნდი მოხვდება ერთ ჯგუფში შემდეგი ქვეყნებიდან: ბელარუსი, ესტონეთი, ფარერები, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, რუსეთი, უკრაინა

გადაჭარბებული მოგზაურობა: დიდი მანძილის გამო ერთ ჯგუფში მაქსიმუმ ერთი წყვილი შედგება შემდეგი ქვეყნებისთვის:

აზერბაიჯანი: გირბალტართან, ისლანდიასთან, პორტუგალიასთან

ისლანდია: სომხეთთან, კვიპროსთან, საქართველოსთან, ისრაელთან

ყაზახეთი: ანდორასთან, ინგლისთან, საფრანგეთთან, ფარერებთან, გიბრალტართან, ისლანდიასთან, მალტასთან, ჩრდ. ირლანდიასთან, პორტუგალიასთან, ირლანდიასთან, შოტლანდიასთან, ესპანეთთან, უელსთან.

შესარჩევი ეტაპის სისტემა

უეფას წევრი 55 ნაკრები 10 ქვეჯგუფში გადანაწილდება, საიდანაც ხუთი ჯგუფი 5-გუნდიანი იქნება (A-E ჯგუფი), ხოლო ხუთიც 6-გუნდიანი (F-J ჯგუფი). ფინალური ეტაპის საგზურს თითოეული ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო ნაკრები პირდაპირ მოიპოვებს.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 2019 წლის მარტიდან ამავე წლის ნოემბრამდე გაიმართება და დროში გაწერილი კალენდარი ასეთია:

I ტური: 21-23 მარტი, 2019 წელი

II ტური: 24-26 მარტი, 2019

III ტური: 7-8 ივნისი, 2019

IV ტური: 10-11 ივნისი, 2019

V ტური: 5-7 სექტემბერი, 2019

VI ტური: 8-10 სექტემბერი, 2019

VII ტური: 10-12 ოქტომბერი, 2019

VIII ტური: 13-15 ოქტომბერი, 2019

IX ტური: 14-16 ნოემბერი, 2019

X ტური: 17-19 ნოემბერი, 2019

ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალები: 26-28 მარტი, 2020 წელი

ერთა ლიგის ფინალები: 29-31 მარტი, 2020

აღსანიშნავია, რომ ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის წილისყრა შესარჩევი ციკლის დამთავრებისთანავე, 2019 წლის 1 დეკემბერს გაიმართება. საინტერესოა, რომ იმ დროისთვის ფინალური ეტაპის მონაწილე 24 გუნდიდან 20 იქნება ცნობილი. თუმცა, ეს წილისყრას ხელს არ შეუშლის და ერთა ლიგის პლეი-ოფის მონაწილეებისთვის უკვე ცნობილი იქნება ჯგუფი, რომელშიც ავტომატურად მოხვდებიან ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვების შემთხვევაში (მსგავსი პრაქტიკა უკვე გამოიყენება რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფების შედგენისას).

რაც შეეხება, ხვალ, დუბლინში გასამართ შესარჩევი ეტაპის წილისყრას, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

0.141652