ფეხბურთი

1:15 | 1.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეში: "სუპერკლასიკოს" ევროპაში ჩატარება დიდი სირცხვილია"

ლიბერტადორესის თასის ფინალის ირგვლივ დიდი ამბავია ატეხილი და მოსაზრებას ლამის ყველა აფიქსირებს, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს. კონმებოლის გადაწყვეტილება ფინალის მადრიდში ჩატარებასთან დაკავშირებით უკვე დაიწუნა დიეგო მარადონამ.

ახლა კი, მას მხარი ფრანგული პსჟ-ს ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვეშმაც აუბა და თქვა, რომ ეს უბრალოდ სირცხვილია.

„სუპერკლასიკოს“ სამხრეთ ამერიკის მიღმა ჩატარება ყველაზე დიდი სირცხვილია ჩემთვის, როგორც ფეხბურთელისთვის, როგორც სამხრეთ ამერიკელისთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს სპორტი სავსეა ვნებათაღელვით, განცდებით და განსაკუთრებით პატივისცემით.

ის ადამიანები, რომელთაც არაფერი დაუშავებიათ, სხვების გამო არ დაისაჯონ. ახლა მათ არ აქვთ თამაშის არგენტინაში ხილვის საშუალება და ევროპაში წასვლას ცოტა თუ მოახერხებს.

როგორც სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი, რომელიც ფეხბურთზეა შეყვარებული, ჩავთვალე, რომ ეს მეთქვა. იმედია, ეს არ მოხდება, რადგან ფეხბურთისთვის უკეთესი იქნება“, - თქვა დანიმ.

შეგახსენებთ, კონმებოლის გადაწყვეტილებით „რივერ პლეიტისა“ და „ბოკა ხუნიორსის“ შეხვედრა 9 დეკემბერს, მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება. თუმცა, აღნიშნულ ფაქტს არც „რივერი“ ეთანხმება და არც „ბოკა“.

0.067158