ბოლნისის „სიონის“ ნახევარმცველი ალექსანდრე კოშკაძე ეროვნული ლიგის რეკორდსმენია. 36 წლის ფეხბურთელმა ეროვნულ ლიგაში 442 თამაში ჩაატარა და ეს საქართველოს ჩემპიონატის რეკორდია.
კოშკაძემ აღნიშნულ ნიშნულს „დინამო თბილისთან“ (2:5) წაგებულ შეხვედრაში უწია. „სიონის“ ვეტერანმა ფეხბურთელმა გივი დიდავას შედეგი გააუმჯობესა.
ალექსანდრე კოშკაძეს არაერთ ქართულ გუნდში უთამაშია, მათ შორის, „სიონში“, „ტორპედოში“, „ამერში“, „დინამო ბათუმში“, „გურიაში“, „დილაში“, „კოლხეთში“, ზუგდიდის „ბაიაში“, რუსთავის „ოლიმპში“. ყველაზე წარმატებული პერიოდი კი 2008-2012 წლებში „დინამო თბილისში“ გაატარა.
2010 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსება სამ შეხვედრაშიც დაიცვა.