ფეხბურთი

23:53 | 30.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე ლენსი გამოარჩიეს

ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად "ბეშიქთაშის" შემტევი ჯერმეინ ლენსი დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა "სარპსბორგთან" მოგებულ (3:2) მეხუთე ტურის შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ჯერმეინის ატიურობის შედეგად თურქულ გუნდს 7 ქულა დაუგროვდა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გაეზარდა. "ბეშიქთაში" პირველადგილოსან "გენკს" ერთი ქულით ჩამორჩება და ბოლო მატჩს უახლოეს მდევარ "მალმიოსთან" (6ქ) ჩაატარებს.

ლენსი "ბეშიქთაშში" "სანდერლენდიდან" 2017 წელს გადავიდა. მიმდინარე სეზონში 31 წლის შემტევმა 17 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.108826