კალათბურთი

20:30 | 30.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ესტონეთი-საქართველო: მატჩის წინ

საქართველოსა და ესტონეთის მატჩი ტალინში, “საკუ არენაზე” თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. ილიას ზუროსი გუნდი დარბაზში თამაშის დაწყებამდე საათნახევრით ადრე მივიდა და მოახლოვებული მატჩისთვის ემზადება. ჯერ უცნობია, რომელი ხუთეულით ითამაშებს ჩვენი გუნდი, თუმცა ილიას ზუროსს ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია ენდოს – საქართველოს ნაკრების 12-ივე წევრი ჯანმრთელადაა და მწვრთნელისგან საჭირო დავალებებიც მიღებული აქვს.

ქართველი კალათბურთელები მატჩისთვის მოსათელად მოედანზე იმყოფებიან, ხოლო მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი, ტრადიციულად მოედნის კიდესთან, მაგიდასთან ზის და მოახლოვებული მატჩისთვის ტაქტიკას იმუშავებს. “საკუ არენაზე” წამოსვლამდე, ჩვენმა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მოთამაშეებს ვიდეო-სესია ჩაუტარა, სადაც მეტოქე გუნდის სკაუტინგს უყურეს და ესტონელი კალათბურთელების დადებითი და უარყოფითი მხარეები გაარჩიეს.

საქართველოსა და ესტონეთის მატჩის მთავარი მსაჯი ბოსნიელი ადემირ ზურაპოვიჩი იქნება, რომელიც გასულ მაისში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის (სუპერლიგა) პლეი ოფის მატჩები იმსაჯა. ესტონეთი – საქართველოს პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი პირდაპირ ეთერში, 21:00 სათიდან შემოგთავაზებთ.

www.gbf.ge

0.166992