გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სამი შეხვედრა გაიმართა.
„ტორონტო“ შინ „გოლდენ სტეიტს“ დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 8 წამით ადრე კევინ დურანტმა 3-ქულიანი ჩააგდო და ანგარიში 119:119 გახადა.დამატებით 5-წუთეულში კანადელებს სროლა უკეთ წაუვიდათ და საბოლოო ჯამში „ტორონტომ“ 131:128 იმარჯვა. მატჩის საუკეთსო მოთამაშე კევინ დურანტი გახლდათ, რომელმაც გუნდს 51 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი შესძინა. „ტორონტოში“ 37 ქულით კავაი ლეონარდი გამოირჩა. კანადელები 19 მოგებით და 4 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა. „გოლდენ სტეიტი“ 15 მოგებით და 8 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა.
„ლეიკერსმა“ საკუთარ დარბაზში „ინდიანა“ 104:96 დაამარცხდა. კალიფორნიელები მატჩის სტარტზევე დაწინაურდნენ და მატჩის ბოლომდე „ინდიანამ“ შეხვედრაში გარდატეხა ვერ შეიტანეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლებრონ ჯეიმსი იყო, რომელმაც გუნდს 38 ქულა, 9 მოხსნა, 7 პასი და 2 ჩაჭრა შესძინა. „ინდიანაში“ საბონისი 20 ქულით და 15 მოხსნით გამოირჩა.
„ტორონტო“ – „გოლდენ სტეიტი“ 131:128 (38:25, 29:33, 29:30, 23:31, ო.ტ. 12:9)
https://www.youtube.com/watch?v=LgSEQ9wPGQc
„ლეიკერსი“ – „ინდიანა“ 104:96 (38:15, 18:35, 27:25, 21:21)
https://www.youtube.com/watch?v=reShoi6NpyI
„საკრამენტო“ – „კლიპერსი“ 121:133 (26:42, 42:29, 25:30, 28:32)
https://www.youtube.com/watch?v=O6KWUJHawBg
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბაბუ პერესი _ მხოლოდ 1 რამეში ვერ დაგეთანხმები დურანტის მოძრაობებს როცა აღნიშნავ თითქოსდა მათი ნახევარი არა ამ ასპექტში. მოდი ასე გკითხავ მაშინ ისტორიაში გინახია ვინმე რომელსაც ამხელა გაბარიტებისდა მიუხედავად ასე ჰაეროვნად მოძრაობდეს კიარადა დაგრინავდეს პარკეტზე ? 2.06-ია წარმოიდგინე და ისეთ მოძრაობებს აკეთებს თან ისეთ სისწრაფეზე პარკეტიდან ნებისმიერ დამცველს აქრობს. თუნდაც ის ბაზერი რომელიც გუშინ ისროლა და დამატებითში გადავიდა ნახევრად დაწოლილმა ისროლა (კარიერაში რამდენი აქვს მასეთი ჩაგდებული რა დათვლის) მასე კობი და მაიკლი შვებოდა. არაფერს ვამბობ მის მაჯაზე ზე მგრძნობიარ მაჯაზე რომელიც ისტორიაში კობის, მაიკლს და ეხა დურანტს აქვს )))))))
206 წერია ოფიციალურ მონაცემებში თორემ რა 206 210-ზე მეტია ტიპი უეჭველი.როგორც თვითონ აქვს ნათქვამი და გუნდელებსაც რამდენიმეს 211 არის დურანტი სიმაღლეში,ჯორდანიც და კობიც 198 იყო ორივე.13 სანტიმეტრი სიმაღლე უპირატესობა ორივესთან,პლუს უფრო გრძელი ხელები,შესაბამისად სროლისას აწევისას უფრო მაღალი ნახტომიც,ბევრად უადვილებს დურანტს 1-1-ზე თამაშს თორემ ტექნიკით ორივეს საგრძნობლად ჩამორჩება.ნახევარი არაა იმათი ტექნიკისთქო ეგ ნამდვილად ზედმეტი ნათქვამი იყო ჩემი მხრიდან მაგრამ მაინც ნაღდად საგრძნობლად ჩამორჩება ორივეს მოძრაობებში,თუმცა სიმაღლის გამო პრინციპში არც ჭირდება იმდენი ჩალიჩი სროლის გაკეთებაზე,მოტეხავს უცებ ერთ კაცს,აიწევა სროლაზე და შანსი არაა დაფარების იმსიმაღლეზე იწევა და მერე ისეთი რბილი მაჯა აქვს აგდებს თითქმის ყველაფერს.მოკლედ მართლა მაგარი შემტევია და შეიძლება ყველაზე მაგარი შემტევიც კი იყოს ისტორიაში,თუმცა მე მაინც ჯორდანი მირჩევნია შეტევაშიც ეგ სალაპარაკოც არაა და კობიც მირჩევნია იმიტო რომ ის ორი ტექნიკის განსახიერება იყო ორივე.ამ სიმაღლის კაცი რომ ეგრე ჰაეროვანია ეგ დურანტის პლუსია რა თქმა უნდა და სუპერ მოთამაშეა რათ უნდა კამათი მაგრამ როგორც მოთამაშეს ჯერ კობიმდეც ბევრი უკლია ჯორდანზე ხო საუბარიც არაა.მონაცემები მართლა საოცარი აქვს მაგრამ რაღაც აკლია მაინც რომ უდიდესთა სიაში გაერიოს ვგულისხმობ ჯორდან-კობი-ლებრონ-მეჯიქ-ბერდს თორემ უდიდესი ისედაც არის უკვე.ალბათ მაინც ის აკლია რომ ლიდერი არ არის ისეთი დონის როგორიც ეგ 5 კაცი იყო თორემ თამაშით და მონაცემებით ბევრად არცერთს არ ჩამორჩება.ინდივიდუალურად ძაან ძლიერია მაგრამ ლიდერობაში მოიკოჭლებს.გუნდის ჩემპიონობაზე გაძღოლა უჭირს.გოლდენს ყველა გაუძღვება ჩემპიონობისკენ და ეგ მაგალითი არაა საერთოდ მოსაყვანიც კი,მეტნაკლებად თანაბარ სიტუაციაში ბეჭედი დურანტს ჯერ არ მოუგია და აწი თუ მოიგებს სადმე ბევრად წინ წაიწევა კარიერულად ვიდრე გოლდენში მოგებული ბეჭდებით.მომდევნო ზაფხულს უნდა გადავიდეს სადმე ისეთ გუნდში რომელსაც ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი ექნება და თვითონ დურანტის გაძღოლა დაჭირდება.ოკლაჰომაში ვერ შეძლო თუმცა მომავალშიც რომ გააკეთოს სადმე 1 ნამდვილი ჩემპიონობა მაინც უკვე გახდება მეექვსე კაცი და ის დიდი ხუთეული დიდ ექვსეულად გადაკეთდება.ვგულისხმობ არაცენტრ დიდ მოთამაშეებს რომლებიც დღეს ხუთეულია.ჯორდანი კობი ლებრონი მეჯიქი ბერდი
ნაღდად სუპერთამაში იყო,ბრავო კეიდის და ბრავო კავაისაც.51 ქულა კავაიზე არ ჩაუგდია დურანტს და თამაში ნახეთ კარგად.13 ქულა მესამე მეოთხედის ბოლოში ჩააგდო დურანტმა როცა კავაი პარკეტზე არ იყო.კიდევ იყო პერიოდები როცა კავაი დაჯდა და აიშვა დურანტმა.კავაის პარკეტზე ყოფნის დროს დურანტს 30 ქულაც არ აუღია,ერთი-ერთზე როცა ეთამაშებოდა მაგ შემთხვევაში კი 20 ქულაც არ ექნება აღებული.ბევრი ჩაჭრაც მიართვა ლეონარდმა მათ შორის ოვერტაიმშიც და რამდენიმე ბლოკიც დაამატა დესერტად.რა თქმა უნდა დურანტმაც შეუსრულა მომენტებში და ეგ არცაა გასაკვირი, ისევე როგორც კავაის ჩაჭრები და ბლოკები. 1-1-ზე დღეს დურანტის გაჩერება არის ყველაზე რთული და ასევე კავაის წინააღმდეგ 1-1-ზე შეტევა ყველაზე რთული.უდავოდ ყველაზე მაგარი შემტევია დღეს დურანტი ლიგაში და ასევე უდავოდ ყველაზე მაგარი დამცველია დღეს კავაი,ორი საუკეთესოს ჯახი ვნახეთ და მართლა შოუ დადგეს.ბოლოში სამიანი ჩაუგდო კავაის მაგრამ ვინმე იტყვის იმას რომ იქ კავაის ბრალი იყო რამე?მაგაზე მაგარი დაცვა მეტი რაღა უნდა ეთამაშა?მაშინ უნდა დაჯარიმებულიყო და ეგაა.უბრალოდ დურანტს როცა თამაში მიდის ბოლომდე მაგის დაჭერა არის შეუძლებელი.დღეს კი არა შეიძლება ისტორიაშიც კი იყოს საუკეთესო შემტევი კეიდი,იმ მხრივ რომ ბევრად მაღალია ჯორდან-კობიზე და რაღაც მომენტში სიმაღლის გამო 1-1-ზე თამაშიც და სროლაც უადვილდება.სიმაღლე აძლევს დიდ ფორას და მაგას იყენებს თორემ მოძრაობები ნახევარი არ აქვს არც ჯორდანის და არც კობისი.მოკლედ ძაან მაგარია დურანტიც და კავაიც და იმის თქმა რომ დურანტმა კავაის გადაურა არასწორია.დურანტმა გადაურა ტორონტოს,კავაიმ კი აიყვანა ისე როგორც შესაძლებელია რომ აიყვანო დურანტი და ასევე არანაკლები დამართა გოლდენს შეტევაშიც.მაქსიმალურად შეზღუდა დურანტი როცა ეთამაშა 1-1-ზე და კავაი კვლავ რჩება ლიგის პირველ პერსონალურ მცველად.დაუდგა ოვერტაიმში უკვე მთლიანად გაუკეთეა აქცენტი და 4ქულაზე მეტი არ ააღებინა.დურანტი ისეთ ხოდზე იყო კავაი რომ არა 80 ქულას ჩააგდებდა მაგ თამაშში.მოკლედ მე ორივეს თამაშით კმაყოფილი ვარ და ორივემ დაამტკიცა რომ ერთი საუკეთესო შემტევია მეორე საუკეთესო დამცველი.დაჩაგვრით არცერთს არ დაუჩაგრია არცერთი.ძაან მაგრად ითამაშა ორივემ
კობის მერე პირველად ვნახე კალათბურთელი რომელის ფარს ასე არანორმალურად მაგრად უტევდეს. განუსაზღვრელი შესაძლებლობების მოთამაშეა კარიერის ბოლოს ძაან შორს იქნება სხვებისგან
კვირაში ერთხელ ახლდება
federer (17) 23 ნოებრის მონაცემებით 1. ანტე. 2. ბრონი. 3. ემბიიდი. 4. ლილარდი. 5. კარი. 6. კავაი. 7. კემბა. 8. ლაური. 9. კონლი. 10. დევისი. 11. დურა. 12. ჰარდენი. 13. ირვინგი. 14. ოლადიპო. 15. ჯორჯი.
დღეს ან ხვალ განახლდება სავარაუდოდ. დყრანტიც და კავაიც ხუთეულში შევლენ ჩემი აზრით და კარი შეიძლება ათიდან გავარდეს.
გოლდენი რა ფორმაშიც არ უნდა იყოს, ყველა ვარიანტში უმთავრეს ფავორიტად მოიაზრება. ტორონტომ კი დიდებულად დაიწყო სეზონი და რაც მთავარია, ახალი ლიდერი იდეალურად ჩაჯდა სიტუაციაში. მოლოდინი დიდი იყო და შოუმაც გაამართლა, თუმცა გადამწყვეტ თამაშებში ვინ ვის დაკრულზე იცეკვებს, ეგეც გამოჩნდა.
ვისიამოვნე, ტყუილად არ გავათენე, ძალიან მაგარი თამაში გამოვიდა, სეზონის თამაში ჯერჯერობით. კარის გრინის და ბუგის მერე არვიცი რაღა შეაჩერებს გოლდენს. კეიდი საოცარ ფორმაშია, სასწაულებს აკეთებს. კობის მერე პირველი კალათბურთელია ვინც ზედიზედ 3 შეხვედრაში ჩააგდო 140 ქულაზე მეტი. ეხლა კარი დაუბრუნდება პარკეტს ზეგინდელ შეხვედრაში და ამოისუნთქებს კეიდიც. ნბას რო აზრი მიეცეს გოლდენი აუცილებლად უნდა დაიშალოს, ისე აზრი არაქვს. სეზონის ბოლოს კლეი, კეიდი და ბუგი სამივე თავისუფალი აგენტი ხდება, ბუგი უეჭველი წავა, კლეი დარჩება, აი დურანტი ძალიან საინტერესოა რას იზამს
არ მიყურებია ამ თამაშისთვის სამწუხაროდ
ისე დურანტმა მაგრად აკრიფა ბოლო სამ თამაშში საშუალოდ +45 ქულას დებეს, თანაც კავაის წინააღმდეგ 51 ქულის ჩაგდება სახუმარო ამბავი ხომარაა, მაგრამ საბოლოოდ კავაი დარჩა გამარჯვებული, იმედია ტრავმას არ აიკიდებს ისეთ ხოდზეა წელს MVP-ისთვის ბრძოლაში დღეს კავაია ფავორიტი თანაც მისი გუნდიც ლიდერია.