თამაშგარე

10:16 | 30.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლინდსი დევენპორტის ოჯახური იდილია

რუსული ანტიდასავლური პროპაგანდა ხშირად დაგვჩხავის იმას, რომ თითქოს დასავლეთის ქვეყნებში გარყვნილებაა ჩაბუდებული და ოჯახური ტრადიციები გაქრობის პირასაა. ეს მაშინ, როდესაც მაგალითად აშშ არის ქვეყანა, სადაც ოჯახის კულტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტადაა ფესვგადგმული და ამის მაგალითს თუნდაც ცნობილი სპორტსმენები გვაჩვენებენ.

შორს რომ არ წავიდეთ, სამაგალითოდ კმარა ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელი ქალი ლინდზი დევენპორტი, რომელიც ოთხი შვილის დედაა და სპორტული კარიერის საბოლოოდ დასრულების შემდეგ მთელს დროსა და ენერგიას საკუთარ ოჯახს ახმარს. მისი მეუღლე ლინდსის ყოფილი მწვრთნელის ძმა, ჯონ ლეჩმაა, რომელიც თავის ოჯახს ლამის ყოველდღე სახალისო სიურპრიზებს უწყობს და თუკი ვინმეზე ბედნიერი ოჯახი შეიძლება ითქვას, სწორედ ეს ოჯახია.

ეს ოჯახი უკვე თითქმის ორი ათეული წელია დიდ კერძი სახლს ფლობს სირივში, კალიფორნიის შტატში და ლინდსი თავისი ოჯახის წევრებთან ერთად მცირე მებაღეობა-მებოსტნეობით და მევენახეობითაც კია დაკავებული. დევენპორტს ცხადია წარმატებული და შესაბამისად, დიდშემოსავლიანი სპორტული კარიერა ქონდა, მაგრამ დიდი ფული ყველას როდი აბნევს და აუცნაურებს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125611