ფეხბურთი

9:52 | 30.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარადონა, ლიბერტადორესის თასის ფინალის მადრიდში ჩატარებით უკმაყოფილოა

არგენტინის ნაკრების ლეგენდარული კაპიტანი, დიეგო მარადონა, უკმაყოფილო დარჩა, როცა ლიბერტადორესის ფინალის ესპანეთში, კერძოდ, მადრიდის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გადატანის ამბავი გაიგო.

„ეშმაკმა დალახვროს, რა უნდა ვქნა, თუკი ჩემს ოჯახს ფინალის ნახვა სურს? იცით რა ღირს მადრიდში გადაფრენა? უბრალოდ, უსაფრთხოების ზომები უნდა გაეძლიერებინათ და ეთამაშათ იქ, სადაც დაგეგმილი იყო.“ - უთხრა დონ დიეგომ არგენტინულ Ole-ს.

„რივერ პლეიტისა“ და „ბოკა ხუნიორსის“ პირველი ფინალური მატჩი ფრედ 2:2 დამთავრდა. საპასუხო 24 ნოემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ გულშემატკივართა აგრესიული განწყობის გამო გადაიდო.

0.117909