ფეხბურთი

2:20 | 30.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინას ისევ სკალონი გაწვრთნის

არგენტინისეროვნულ ნაკრებს ისევ ლიონელ სკალონი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ AFA-ს (არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია) ტვიტერის გვერდი იტყობინება, სადაც პრეზიდენტ კლაუდიო ტაპიას სიტყვებია გავრცელებული.

„მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა გვინდა. ჩვენ ვნახეთ ლიონელ სკალონის შესრულებული სამუშაო და ამიტომ, გვინდა მასთან კონტრაქტი 2019 წლის კოპა ამერიკამდე გავაგრძელოთ“, - თქვა ტაპიამ.

შეგახსენებთ, სკალონიმ არგენტინა მუნდიალის შემდეგ ჩაიბარა და დღემდე 6 შეხვედრაში უხელმძღვანელა ნაკრებს. „ალბისელესტემ“ ხსენებული მატჩებიდან 4 მოიგო, ერთხელ ფრე ითამაშა, ხოლო ერთხელაც წააგო (ბრაზილიასთან).

0.120189