ფეხბურთი

22:55 | 29.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

IFFHS-მა ზიდანი და დეშამი გამოარჩია

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2018 წლის საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელად დიდიე დეშამი დაასახელა, ხოლო საკლუბო მწვრთნელად - ზინედინ ზიდანი.

IFFHS-ის გამოკითხვაში 90 ქვეყნის საფეხბურთო ექსპერტი იღებდა მონაწილეობას და დეშამმა 304 ქულა მიიღო. დიდიეს ხელმძღვანელობით საფრანგეთის ნაკრებმა რუსეთში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. მეორე ადგილზე სანაკრებო მწვრთნელებს შორის მუნდიალის ფინალისტის, ხორვატიის დამრიგებელი ზლატკო დალიჩი (198) გავიდა. მესამე პოზიცია კი ბელგიის მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა (84) დაიკავა.

საკლუბო მწვრთნელებს შორის კი აღნიშნული ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო ზინედინ ზიდანმა, რომლის გაწვრთნილმა "რეალმა" ზედიზედ მესამედ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება. ფრანგმა 296 ქულა მოაგროვა, მეორე და მესამე ადგილებზე კი იურგენ კლოპი (109) და პეპ გვარდიოლა (105) გავიდნენ.

0.154576