ფეხბურთი

22:30 | 29.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რივერი" - "ბოკა" შესაძლოა მადრიდში ჩატარდეს

ლიბერტადორესის თასის ფინალს შესაძლოა მადრიდმა და კერძოდ, „სანტიაგო ბერნაბეუმ“ უმასპინძლოს. ესპანური გამოცემების ინფორმაციით, ამის ალბათობა ძალიან დიდია და 90%-ით შეხვედრა სწორედ „რეალის“ ლეგენდარულ არენაზე გაიმართება.

ჯერჯერობით უცნობია, სად და როდის გაიმართება „სუპერკლასიკო“ „რივერ პლეიტსა“ და „ბოკა ხუნიორსს“ შორის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გადადებული მატჩი 8 ან 9 დეკემბერს ჩატარებდა. საგულისხმოა, რომ 9 დეკემბერს, „რეალი“ ლა ლიგის კალენდარულ შეხვედრას „უესკასთან“ სტუმრად ჩაატარებს და შესაბამისად, „სანტიაგო ბერნაბეუ“ თავისუფალია.

შეგახსენებთ, „რივერის“ გულშემატკივრების უდისციპლინობის გამო შეხვედრა, რომელიც 24 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო, გაურკვეველი ვადით გადაიდო. კონმებოლმა საკითხზე სამშაბათს იმსჯელა და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მატჩი არგენტინაში აღარ შედგება.

მადრიდამდე ასუნსიონის, აბუ დაბისა და გენუის ვარიანტებიც დასახელდა.

0.137107