"დელტას" ამერიკელი მოთამაშე რობ ბრანდენბერგი ზაზა ფაჩულიას აკადემიას ეწვია და 2008-წლიანებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. რობმა ბავშვები ავარჯიშა. პატარებმა კარგი დრო გაატარეს. რობ ბრანდენბერგი ("დელტა"): "ზაზას აკადემია კარგი პროექტია. მომწონს აქ შექმნილი გარემო, პატარების ენერგია, მონდომება. და კარგია, რომ ბავშვებს მოსწონთ ის, რასაც აკეთებენ. ზაზა ფაჩულიას მიღწევები პატარებისთვის დიდი სტიმულია. ზაზამ ბევრს მიაღწია, ორჯერ ჩემპიონი გახდა. ეს ბევრ პატარას აძლევს თვითრწმენას, რომ შეუძლებელი არაფერია." ლაშა ფარღალავა (ზაზას აკადემიის სპორტული დირექტორი): "აკადემიაში მუდმივად სიახლის ძიებაში ვართ. ამ ეტაპზე, გვინდა, რომ მოქმედი მოთამაშეები ხშირად გვესტუმრონ და ბავშვებს გამოცდილება გაუზიარონ."







