თამაშგარე

17:38 | 29.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ადრიანა ლიმა თავს იფასებს

ბრაზილიელი ცნობილი მოდელებიდან ერთ-ერთი უპოპულარულესი ლამაზმანი, ადრიანა ლიმა დიდი ხანია, რაც ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების თილისმის წოდებისათვსი ბრძოლას ჩამოშორდა და ამის მიზეზი ის ნამდვილად არ გახლავთ, რომ სენიორიტა ადრიანა გარეგნულად ვინმეზე ნაკლებია, ან სამოსის სწრაფად შემოძარცვა ეზარება.

ადრიანას ნათქვამი აქვს, რომ მას უბრალოდ აღარ სჭირდება ეპატაჟურობა იმისათვის, რომ სახელი დაიგდოს, რადგან მისი სახელი დუნიაზე კიდით-კიდემდე ყველამ იცის და როდესაც ასეთი სახელგავარდნილი ვინმე ხარ, რატომ უნდა გინდოდეს ტრიბუნაზე ჯდომა და ლამაზი მკერდის ხვანცალით ქომაგთა გულების მონადირება?!....

სამოდელო ბიზნესში კოხტად ცხვირჩაყოფილმა ხალხმა შესანიშნავად უწყიან, რომ ადრიანა ლიმას დღეს ყველაზე მაღალი დონისა და საუკეთესო ჩვენებებზე იწვევენ, სადაც ბრაზილიელი მოდელის მიერ წარმოდგენილი სამოსის ღირებულება ხშირად რამდენიმე ათასი დოლარია. ასეთი ქალი კი ცხადია სხვა ამბებით თავს ნაკლებად აიტკივებს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10146