ფეხბურთი

18:34 | 29.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერმა" დე ხეას შემცვლელები შეარჩია

„მანჩესტერ იუნაიტედს“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ სავარაუდოდ დავიდ დე ხეა დატოვებს. ესპანელ მეკარეს კონტრაქტი ეწურება და მის განახლებას როგორც ჩანს, არ აპირებს.

სწორედ ამიტომ, „წითელმა ეშმაკებმა“ მისი შემცვლელის ძებნა დაიწყეს და ორი კანდიდატიც ჰყავთ შერჩეული.

ბრიტანული მედიის ცნობით, „ოლდ ტრაფორდზე“ დე ხეას მემკვიდრედ იან ობლაკსა და ჯორდან პიკფორდს განიხილავენ. „ატლეტიკოს“ კარის დარაჯის ფასი 80 მილიონ ევროს, ხოლო „ევერტონის“ კიპერის, 31 მილიონ გირვანქა სტერლინგს აღწევს.

მიმდინარე სეზონში ობლაკმა 19 მატჩში 17 გოლი გაუშვა, ხოლო პიკფორდმა 13 შეხვედრაში 15-ჯერ გამოიტანა ბურთი საკუთარი კარიდან. რაც შეეხება დე ხეას, ესპანელის მომავალს პსჟ-სა და „იუვენტუსს“ უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116775